ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟაკი
ჟანრი: პროზა
13 იანვარი, 2015


* * *

  1996 წლის სექტემბერი იწურებოდა, როდესაც ერთ არც თუ ისე ხმაურიან სოფელში, ერთ არც თუ ისე ძველ სახლში 17წლის გოგონამ მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო...
  ხო, უკვე დრო იყო. ხო, მას ბავშვი უნდა გაეჩინა და თქვენ სწორად მიხვდით, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა რას ნიშნავდა ყოფილიყო - დედა. ტკივილებმა გამოაღვიძა. ვერ იჯერებდა, რომ როგორც იქნა დადგა ეს დღე. დაბნეული წამოდგა საწოლიდან სიჩუმეში, სიბნელეში... ეგონა ჯერ კიდევ ეძინა და სიზმარში იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა ასეთი ძლიერი ტკივილი სიზმრად რატომ უნდა განეცადა. გრძნობდა, რომ ხელები რაღაც სიტხით ესვრებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა რა იყო ეს სითხე. ვერ ხედავდა სიბნელეში. ტკივილი... მხოლოდ ტკივილი და პირზე მომდგარი წარმოუთქმელი სიტყვები მაშველის მოსახმობად.
  ამ დღეს, 1996 წლის 30 სექტემბერს გოგონა დაიბადა, მაგრამ რა მოხდებოდა რომ არ დაბადებულიყო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები