ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2008


პირველი თოვლი

                                            ,,თვალებით მწვავდი, შენსკენ მიხმობდი,
                                              ყველა უჯრედი ვიგრძენი შენი.
                                              თოვლის გუნდები ტრიალ მინდორში,
                                              თავდავიწყების საღამო ჩვენი."
                      ***
და იფრქვეოდა ციდან ფანტელი, ციოდა მიწას.
თოვლის ფიფქები ფარფატებდნენ, ცეკვავდნენ თრთოლვით.
დაქანცულები ეცემოდნენ მოცელვით იმ წამს,
ირგვლივ ყოველი დაიფარა ქათქათა თოვლით.

ისევ ლამაზად ეფინება ციდან ფიფქები,
გათეთრდა ირგვლივ არემარე ზეცად ასული,
იდგა სიჩუმე, თითქოს სუნთქვა შეწყვიტეს მთებმაც
და სამუდამო დავიწყებას მისცეს წარსული.

თოვლი, წკრიალა და უმწიკვლო, მეტად  მანცვიფრებს,
როგორ გაუძლო ამდენი ხნის ლამაზ ცდუნებას,
საყვარელ მიწას ეფინება, როგორც ნაზ სატრფოს,
მისთვის დადნება და ტარიგად შეეწირება.

გაყინულ მიწას გულს გაუთბობს ეს სიყვარული,
ის ხომ მზადაა სატრფოს სული დაუთმოს წმინდა,
ფიფქს ჩაიხუტებს და ჩურჩულებს  კვლავ სიხარულით:
,, თუნდ, მხოლოდ შენთვის მოვლინება  ამ ქვეყნად, ღირდა!"





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები