ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

ქარივით მოვდევ და მოვბღავი ქარაფებს

ქარივით მოვდევ და მოვბღავი ქარაფებს,
ხევიდან ნისლები , მწვერვალზე მიდიან,
არ გეტყვი , არ გეტყვი მე უკვე არაფერს,
უთქმელსაც თავისი რაღაცა ხიბლი აქვს.
ხევში ირეცხავენ ნისლის თეთრ პერანგებს,
მთები და მანამდე შიშვლები იცდიან.
მოვდივარ მოვბღავი ქარივით ქარაფებს,
და როგორც მიხაკი ზედ გულთან ტიციანს,
სისხლისფრად მაჩნია უთქმელი ლექსები
და გადაჩეხვამდე სათქმელად იბრძვიან.
მოვდივარ მოვბღავი ქარივით ქარაფებს,
ღრუბლები კორიდის ხარივით მიჰქრიან,
დღეს ზეცა სილურჯეს, სისხლისფრად ამთავრებს.
მთებისგან ნაჩხვერი ღრუბლები კვდებიან.
სად გინდა გაექცე, სიკვდილს და მაგ თვალებს?!
ორივე ღმერთივით მიყურებს, იცდიან.
არ გეტყვი , არ გრტყვი დღეს უკვე არაფერს,
ჩემს უთქმელს , სხვის თქმულზე, ზედმეტი ხიბლი აქვს.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები