სევდის გუდა, გასკდი, გადმოანთხიე შენი მწარე ნაღველი, გასკდი იქნებ გაგიყოლოს გზად ღელემ, ხომ არსებობს სევდის გზა და სევდის სასახლეები, რაღა ჩემთან დაიბუდე ოხერო, რაღა მახრად შემომიჩნდი ამ გულში... და მხრავ და მხრავ , თითქოს ქოთნის ყვავილივით გახარე, გივლიდი და წყალს გისხამდი ყოველ დღე, ისეთია შენი სევდის ფესვები, გველებივით დაიგრაგნა ამ გულში, აღარ შველის ფერება და შელოცვა, რაც ბალღამი დაგიგროვდა საზიდრად, მიდი, მიდი... ყველა ერთად ანთხიე, იქნებ კიდეც შეგვიბრალონ რა იცი, ჩვენი სევდა თუნდ სათითით გაზიდონ, ჩვენი სევდა თუნდ პეშვით ამოხაპონ, ჩვენი სევდა დიდია და ულევი, ჩვენი სევდა ღრმა არის და უძირო... დაგვაქვს სევდა სევდიანი თვალებით, სევდისფერიც არსებულა, გავიგე, სევდის გუდებს არიგებდა როცა ბედის გამრიგე... სევდის გუდა, რაღა ჩემთან დაიბუდე ოხერო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. სევდის გუდებს არიგებდა როცა ბედის გამრიგე... სევდის გუდა, რაღა ჩემთან დაიბუდე ოხერო.
საოცარია! 555 სევდის გუდებს არიგებდა როცა ბედის გამრიგე... სევდის გუდა, რაღა ჩემთან დაიბუდე ოხერო.
საოცარია! 555
8. დიდი მადლობა რომ მესტუმრეთ :) დიდი მადლობა რომ მესტუმრეთ :)
7. თან მომეწონა და თან არა. უბრალოდ იმდენჯერ არის სევდა ნახსენები და სატირალი ბოლოსკენ, რომ ვფიქროებ მეორედ თუ წავიკითხავ ალბათ ნახევრამდე. + თან მომეწონა და თან არა. უბრალოდ იმდენჯერ არის სევდა ნახსენები და სატირალი ბოლოსკენ, რომ ვფიქროებ მეორედ თუ წავიკითხავ ალბათ ნახევრამდე. +
6. მეგონა ახალი ლექსი მოიტანეთ... შემოვქანდი.. :)
მეგონა ახალი ლექსი მოიტანეთ... შემოვქანდი.. :)
3. ნატავ მართლა გასკდებოდეს და გაქრებოდეს + ნატავ მართლა გასკდებოდეს და გაქრებოდეს +
2. ჰუჰ... რა სხვანაირად მძიმე სიტყვებია. :)
ჰუჰ... რა სხვანაირად მძიმე სიტყვებია. :)
1. რაღა ჩემთან დაიბუდე ოხერო, რაღა მახრად შემომიჩნდი ამ გულში... და მხრავ და მხრავ , თითქოს ქოთნის ყვავილივით გახარე, გივლიდი და წყალს გისხამდი ყოველ დღე,
მომწონს ) რაღა ჩემთან დაიბუდე ოხერო, რაღა მახრად შემომიჩნდი ამ გულში... და მხრავ და მხრავ , თითქოს ქოთნის ყვავილივით გახარე, გივლიდი და წყალს გისხამდი ყოველ დღე,
მომწონს )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|