ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2015


სოფის ..

ერთი დავწერე მე შენთვის სტროფი,
გყოფნის?!
ბარდნიან ჩუმად ფიქრები,
გვიან ქრებიან,
შენ სად ხარ სოფი?
დავწერ,
შენ ოღონდ,
ნუ გამიქრები..

სტროფი მეათე ეძღვნება სოფის
მყოფი ამ გულში,
(წამით ვერ გიღებ)
მზისა და მთვარის პირველი როქი,
არ მინახიხარ უკვე ერთი დღე ..

მეცხრე დავწერე მე შენთვის სტროფი,
მერცხლებს და მტრედებს ვატან მეცხრედვე,
ვთვალოთ მეცხრეთვე - შვილი მსურს სოფი,
(შვილთაშვილიც და
თანამეცხედრეც..)

მერვე დავწერე მე შენთვის სტროფი,
ნერვებს მიწყნარებს, შენზე ოცნება
რაც გულისტკენა გქონია სოფი,
გადარდაიცვალოს მინდა კოცნებად..

შვიდი დავწერე მე შენთვის სტროფი,
უფალს ფიფქები მიწას დაებნა,
მინდა გახსოვდე (თუ მოვკვდი სოფი)
მშვიდი იანვრის შობის პაემნად...

ლექსი მე და შენ,
ლექსი და ჭამა...
მეხსი დედაშენს,
მეხსი ტრიბუნებს...
თარსი რაც არის, ფარსია განა,
მარსი ვენერას სახეს იბრუნებს..

ხუთი დავწერე მე შენთვის სტროფი
(წინა წაშალე ხუთი აბზაცი)
მე შენ მიყვარხარ ძვირფასო სოფი,
მსურს აგიბნიო , გრძნობით,
თავგზა ცის...

ოთხი დავწერე მე შენთვის სტროფი,
(ფორთხვით ვიარო თუნდაც შენამდე)
მინდა რომ ერთად დავბერდეთ სოფი,
მე, შენ - ხოლო შენ წინდებს კერავდე,

სამი დავწერე მე შენთვის სტროფი,
სამის წუთებზე ხტიან წამები..
არ გედავები ძვირფასო სოფი
გიჟი ვარ გიჟი
არ გედავები..

ორი დავწერე მე შენთვის სტროფი,
ცოტა გახარებს მეტად ძვირფასო.
ტვინში ფერებით დაგხატე სოფი,
(შეშურდებოდა თეთრად პიკასოს)..

ერთი დავწერე მე შენთვის სტროფი,
გყოფნის?
ბარდნიან ჩუმად ფიქრები
გვიან ქრებიან ხომ იცი სოფი,
მე აქ ვარ და შენც მალე იქნები..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები