ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2015


დ გ ა ს შ უ ა ღ ა მ ე

დ გ ა ს  შ უ ა ღ ა მ ე


დგას  შუაღამე,  უძილო  და  ისე  თავნება,
ვით  ნებიერა  მარტოხელა  და  უკარება,
ხანგადასული,  დრომოჭმული  და  ძველებურად,
გასაოცარი,  მშვენიერი  და  უდარება.

თავს  დამადგება,  გონს  წამიღებს,  ამიხირდება.
არ  მომასვენებს,იარებზე  მარილს  მომაყრის.
მისი  ატანა  განა  რისთვის  დამიღირდება,
შარბათის  ნაცვლად თუ  საწამლავს ჩუმად  მომაწვდის.

ამიყოლიებს,  მომატარებს  კუთხე-კუნჭულებს,
გადაირევა  მეც  გადამრევს,  თავბრუს  დამახვევს,
თავად  გაქრება,  ბნელ  კუნჭულში  მიიმალება,
როცა  არსებულს  უმოწყალოდ  თავზე  დამაქცევს.

ჰგავს  შუაღამე , გზად  მიმავალ  სკოლის  მოწაფეს,
ნებიერს  დედა,  ჩანთას  ხელით,  რომ  უტარებდა.
რაც  უხაროდა,  რაც  კი  სურდა ,  რომ  უსრულებდა,
დედით  ლაღობდა,  სულ  თვითნება  და  უდარება.

მანამ  ინათებს, გაგრძელდება  სულის ტკივილი
ახლაც,  უნდობლად,  მეურჩება , ღამე  თავნება.
დგას,  ჩემთან  მკაცრი,  ჯალათივით  შეუბრალები,
მეტად  ჯიუტი,  მარტოხელა  და  უკარება.   
                                                                    .




                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები