ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
22 იანვარი, 2015


ტელეფონი

ცხელა.
ყველაფერი გახურებულია.
სამარშრუტო ტაქსიდან ჩავდივარ და მძღოლი გახურეულ ხურდას მიყრის ხელში. მგონი 2 ცალი 2 ლარიანი და 20 თეთრი.
ჰო, დამავიწყდა მეთქვა რომ დღეს ადრე გამოვედი სამსახურიდან, ფაქტიურად გამოვიპარე, და  ეს რაღაცნაირად მსიამოვნებს.
ვცდილობ უბრალოდ გავისეირნო, დავისვენო, ვუყურო ცას....მაგრამ ვინ დაგაცლის....
----ზრრრრ....-----რეკავს ტელეფონი, ჩემი ლოთი მეგობარი ჩახლეჩილი ხმით მეუბნება, რაღაცა ამდაგვარს "მოდი დავლიოთ..."
კარგი, ვეუბნები და სწრაფად ვიცვლი მიმართულებას...მეგობარია!
ისევ ზარი...ამჯერად სამსახურიდან მატყობინებენ რომ საჩქარო საქმეა...უნდა მივბრუნდე..
ვჩერდები და ვცდილობ მეგობარს დავურეკო, ლოთაობა გადაიდო ......
მაგრამ....
ისევ ზარი.
---როგორ ხარ საყვარელო?..----მირეკავს ქალი, რომლის გახსენებაზე ხელები მიწყებს კანკალს და წნევა მეწევა....---ჰო, ახლავე,---- ვეუბნები, ტელეფონს ვთიშავ და მერე ვიწყებ ფიქრს...და სამსახური???..მეგობარი????
ისევ ზარი.
ახლა  სახლიდან მირეკავენ!... სტუმრები მოსულან, მელოდებიან....---ახლავე, მოვდივარ....----ავტომატურად ვპასუხობ,გათიშვას ვერ ვასწრებ რომ სამსახურიდან ისევ მირეკავენ..----ჰა, სად ხაარ?  მოდიხარ?...
----კი,---- მოკლედ ვპასუხობ და მეგობარს ვურეკავ....არ მცალია მეთქი...ოფისში მიწევს დაბრუნება.....უკმაყოფილო ხმები მესმის და ტელეფონი ითიშება.
ორიოდე წუთი ვფიქრობ, ვფიქრობ....ტელეფონი რეკავს....დავხედე....



..........................................


----ალოო!
----მოდიხარ?
-----სად ხარ?
------რა არი, არ დავლიოთ?....რა დროს სამსახურია....
------აქამდე რას აკეთებ? ტივით მოდიხარ?....
-------გელოდები სიხარულო, აქ ვარ მეტროსთან....შენ რომ მოგწონს ის კაბა მაცვია....
5 წუთის განმავლობაში 5 ზარს ვიღებ კიდევ. .....ნეტავ კლონირება შეიძლებოდეს!
ახლა მე ვრეკავ სახლში და ვეუბნები რომ ისევ სამსახურში უნდა მივბრუნდე....
მერე ვურეკავ მეგობარს და ვუხსნი რომ სასწრაფოდ ოფისში გავრბივარ, არ გეწყინოს....მერე დავლიოთ!
მერე ვურეკავ იმ ქალს და......ვცდილობ მოვუბოდიშო. ავუხსნა რომ სასწრაფოდ გამომიძახეს სამსახურში!....ის ეჭვიანობს...ბრაზდება...
მერე ვრეკავ სამსახურში და უცებ მეუბნებიან, აღარაა საჭირო მოსვლა, ხვალ იყოს....
ვრეკავ ისევ იმ  ქალთან და მითიშავს...ახლა მე ვეჭვიანობ...
ვრეკავ მეგობართან ,  ზარი გადის, არ მპასუხობს...ეწყინა!?
ბოლოს ვრეკავ სახლში და ვეუბნები, მოვდივარ....მოვდივარ...
მოულოდნელად  მირეკავს ის  ქალი და მეუბნება, მოხვალ? მეტროში ჩავედი უკვე...


...............................................................................................................................



დიდი სიამოვნებით  მივახრჩობდი ტელეფონის მომგონს! ....




ს.ნ.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები