| ავტორი: რინა ჟანრი: პოეზია 21 იანვარი, 2015 |
იქ ცას დრო სცვივა, ვით ქვიშის საათს ქვიშის ბურღული, უკიდეგანო იისფერ სივრცეს ქვეშ ეგება თეთრად თოვლი ფაფუკი, თოვლი უდნობი და თოვლი თბილი, ქარი დაჰქრის, ქარი ნავარდობს დაუღალავად, ლაღად, მთის ჩუხჩუხა მდინარეს ჰგავს ჰაერი გრილი, რბილი, წყვდიადში რომ უერთდება ოკეანეს ყინვის მარად, იქ არ ამცნობენ სამყაროს ჩიტები მგალობელი ალიონზე, ერთი კი არა, სამი მზის ამობრწყინებას, ცაზე მზე სამად, გულში იმედი სამად ჩაღვრილი, მგონი, მიწას პირველად აქ მოევლინა ღმერთი სამებად, თეთრი სავანე, და სითეთრეში მოჭრილი თვალი, ცაზე სამი მზე! ღმერთო ჩემო! მართლაცდა, რა ლამაზია!.. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ ეფექტს <<მზის მოჩვენაბა>>, ან << ყინულის შარავანდედი>> ეწოდება, ეს ოპტიკური ტყუილი,გამოწვეულია ცაში ყინულის კრისტალების ღრუბლის წყალობით... ამ მოვლენის ხილვა შესაძლებელა, მაგალითად, ტუნდრაში, დედამიწის არქტიკული სარტყლის სამხრეთ ზონაში,უტყეო სივრცეში, სადაც მარადი გაყინულობაა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რეალური სამყაროს ნაწილის რეალური აღქმა. რეალური სამყაროს ნაწილის რეალური აღქმა.
13. გმადლობ, ლევანა -ა! გმადლობ, ლევანა -ა!
12. მომეწონა...4+ მომეწონა...4+
11. გმადლობ. გამეცინა... ანნა მანიანის კატას წასაკითხად სხვა კატუნიებზე «წყვდიადის თვალბი» (მიხაილ როზენშტეინ) , « გთხო...ოვ...» (ლიოშა კომარ)...
გმადლობ. გამეცინა... ანნა მანიანის კატას წასაკითხად სხვა კატუნიებზე «წყვდიადის თვალბი» (მიხაილ როზენშტეინ) , « გთხო...ოვ...» (ლიოშა კომარ)...
10. -მზეო ამოდი, ამოდი. -რაღა ამოვიდე სამი ვარ უკვე
ეს ისე, მიავ )) -მზეო ამოდი, ამოდი. -რაღა ამოვიდე სამი ვარ უკვე
ეს ისე, მიავ ))
9. მადლობას მოუხდი ყველას ვინც წაიკითხა, და მითუმეტეს იმათ, ვინც გამოეხმაურა ამ ლექს. თვითოეულ ადამიანს თავისებური ხედვა აქვს - ეს შესანიშნავია. მუხა, თქვქნ წარმოიდგინეთ თავდაპირველად "ყინულის შარავანდედი" უნდა მეწოდებინა, არვიცი რატომ გადავიფიქრე...შეცვლა შესაძლებელია... რატომაც არა?.. jonatan livingstoni., წავიკითხე - თქვენ ალექსანდრე უგლავასკენ მიმავალი გზა შემიმცირეთ,..თქვენი ნაწარმოებები, ვაღიარებ, ჯერ არ წამიკითხავს- აუცილებლად წავიკითხავ... ნეფერტარი და თემური - მგონი... მშურს თქვენი ...
მადლობას მოუხდი ყველას ვინც წაიკითხა, და მითუმეტეს იმათ, ვინც გამოეხმაურა ამ ლექს. თვითოეულ ადამიანს თავისებური ხედვა აქვს - ეს შესანიშნავია. მუხა, თქვქნ წარმოიდგინეთ თავდაპირველად "ყინულის შარავანდედი" უნდა მეწოდებინა, არვიცი რატომ გადავიფიქრე...შეცვლა შესაძლებელია... რატომაც არა?.. jonatan livingstoni., წავიკითხე - თქვენ ალექსანდრე უგლავასკენ მიმავალი გზა შემიმცირეთ,..თქვენი ნაწარმოებები, ვაღიარებ, ჯერ არ წამიკითხავს- აუცილებლად წავიკითხავ... ნეფერტარი და თემური - მგონი... მშურს თქვენი ...
8. პირადად მაქვს ნანახი ლაბიტნანგში და სალეხარდში. მომეწონა, კარგია. ++ პირადად მაქვს ნანახი ლაბიტნანგში და სალეხარდში. მომეწონა, კარგია. ++
7.
დავინახე რინა, დავინახე, საჰარაში ორი მზის ამოსვლა ვნახე, მირაჟი... ასე რომ მარტო ტუნდრაში არ ხდება ეგ ამბავი. :)
დავინახე რინა, დავინახე, საჰარაში ორი მზის ამოსვლა ვნახე, მირაჟი... ასე რომ მარტო ტუნდრაში არ ხდება ეგ ამბავი. :)
6. http://urakparaki.com/?m=4&ID=77666
ეს ალექსანდრე უგლავას "მზის ძაღლებია", წაიკითხეთ :)
ასე ქვია მაგ მოვლენასაც- "მზის ძაღლები". ფოტოებზე მაქვს ნანახი, მართლაც ულამაზესი და შთამბეჭდავია.
რასაც ლექსზე ვერ ვიტყოდი :)
http://urakparaki.com/?m=4&ID=77666
ეს ალექსანდრე უგლავას "მზის ძაღლებია", წაიკითხეთ :)
ასე ქვია მაგ მოვლენასაც- "მზის ძაღლები". ფოტოებზე მაქვს ნანახი, მართლაც ულამაზესი და შთამბეჭდავია.
რასაც ლექსზე ვერ ვიტყოდი :)
5. ამ ეფექტს "ყინულის შარავანდედი". უფრო შეესაბამება, მართლაც საოცარი სანახავი იქნება. წარმოსახვას გიწონებ. ამ ეფექტს "ყინულის შარავანდედი". უფრო შეესაბამება, მართლაც საოცარი სანახავი იქნება. წარმოსახვას გიწონებ.
4. ძნელად აღსაქმელია. ვერ დავამუღამე. ძნელად აღსაქმელია. ვერ დავამუღამე.
3. ძნელად აღსაქმელია. ვერ დავამუღამე. ძნელად აღსაქმელია. ვერ დავამუღამე.
2. კარგია რო წაიკითხეთ. სამწუხაროა ის სურათი რო ვერ დაინახეთ რასაც მე ვხედავ, თუმცა, თქვენი რამდენიმე ლექსი წავიკითხე... და იცით ... გეთანხმებით. საშინელებაა... თუ ქალი - ქმრის თვალებში არ ხედავს არეკლილ მზეს - აბა ყინულში არეკლილ მზეებს, როგორ წარმოიდგენს... კარგია რო წაიკითხეთ. სამწუხაროა ის სურათი რო ვერ დაინახეთ რასაც მე ვხედავ, თუმცა, თქვენი რამდენიმე ლექსი წავიკითხე... და იცით ... გეთანხმებით. საშინელებაა... თუ ქალი - ქმრის თვალებში არ ხედავს არეკლილ მზეს - აბა ყინულში არეკლილ მზეებს, როგორ წარმოიდგენს...
1. სუსტი ნაწერია. მარცვლების რაოდენობა და გადანაწილება... სუსტი ნაწერია. მარცვლების რაოდენობა და გადანაწილება...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|