ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

პირველი სიყვარული

პირველი სიყვარული პირველ კლასში მეწვია, პირმშვენიერი ასული – ანა მამალაძე შემიყვარდა.
''პირველ სიყვარულს თავისი დრო აქვს“–ო, ნათქვამია... მეხუთე კლასამდე მიყვარდა... თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რადგან მეც შევიგრძენი ტკბილ–მწარე სიყვარულის გემო.


ლექსი სიყვარულზე


გადაუფრინეს მერცხლებმა
შუქით შემოსილ მთა-გორებს!
ლამაზის თვალთა ცეცება
სიყვარულის წლებს მაგონებს!
ყურთ ჩამესმოდა ვედრება,
მზე დასცქეროდა ლელიანს!
იმ გრძნობას რა შეედრება,
რომელიც მართლა წრფელია!
გულს სიყვარული გვქონია
ზეციდან გარდამოსული!
ქალი ბულბული მგონია
ინდოეთიდან მოსული!
გადაუფრინეს მერცხლებმა
შუქით შემოსილ მთა-გორებს!
ლამაზთა თვალთა ცეცება
შორს გაფრენილ წლებს მაგონებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები