ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2015


მიძღვნა რუსთაველის თეატრის პოეზიის სპექტაკლს: "ქარი მწყურია მე პირდაპირი".

სპექტაკლის ავტორი მურმან ჯინორია

"მე მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწვავს შემოქმედება".
ლადო ასათიანი

იყო ქართული ლექსი სცენაზე
უდიადესი, უუკვდავესი,
რომელს უძლევის ბეჭედი აზის,
ვერც-რა გააქრობს ამ სულს ალესილს.
პოეზიური იყო ანთება
ემოციათა --- ღვარად დინება,
ის დროს გარდასულს არ ჩაბარდება,
იგი არასდროს დაიბინდება.
იყო გალა და იყო ტიციან
გრანელი, ლადო, ნიშნიანიძე,
მუხრან და მურმან, რაც განმიცდია,
ელვარე სიტყვა მე კვლავაც ვიგრძენ.
განწყობა მრავალს მისწვდა გულამდე
უტკბილესია სიტყვა ქართული,
ქართული ლექსით ვსუნთქავთ მუდამ ჩვენ,
ქრონოსისაგან ვერდაკარგულით.
იყო ქართული ლექსი სცენაზე
უდიადესი, უუკვდავესი,
რომელს უძლევის ბეჭედი აზის,
ვერც-რა გააქრობს ამ სულს ალესილს.

                                                  25.01.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები