ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2015


ნ ო ს ტ ა ლ გ ი ა

თბილისს მოადგა თოვლი
ნაძვებს უთეთრებს ტუჩებს;
უკვე ათასჯერ მოვლილს
მივუყვებოდით ქუჩებს.

ვერ ვგრძნობდით ყინვის განცდას,
ვტკბებოდით ერთად ყოფნით
და ლოლოების აცლას
ვცდილობდით კისტის თოფით.

არც კი ვხატავდით პროტესტს
თმებს რომ ვივსებდით თოვლით,
ნაძვებს, კორპუსებს, პროსპექტს
რომ ჩავუვლიდით ქროლვით...

იმ დღესაც თოვდა ძლიერ,
როდესაც დავრჩი მარტო,
მას შემდეგ ვეღარ ვძლიე
გრძნობებ და იმ დროს  ვნატრობ.

ისევ აცვია თბილისს,
თოვლით ნაქსოვი ფარჩა,
ქუჩებში დღეს სხვა ივლის
მე კი ეს ლექსი  დარჩა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები