ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2015


ბეღურებიც მიდიან თბილ ქვეყნებში

ბეღურებიც მიდიან თბილ ქვეყნებში,
ოღონდ მაშინ, როცა შეყვარებულ მერცხალს მისდევენ
და ზუსტად იციან სუსტი ფრთები სადმე,
ოკიანის თავზე უმტყუნებთ.

ალეკო მიშელაშვილი

**************************************
და თუ შენ დაჟინებით ეცდები,
ჩემი თვალებიდან სულის დანახვას,
იქ მხოლოდ პოეზია დაგხვდება.
პოეზია რომელსაც შენ "სულს" დაარქმევ.

*****************************
ჩემი ცრემლები, სხვის თვალებში არ ჩაეტევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები