ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2015


იცის მშიერმა მესაფლავემ

შემაღლებული ფერდობიდან,
ამოუცნობი მწუხარებით
გადმოსქცერიან ნაქალაქარს
მიტოვებული საფლავები.
იქ არც რაიმე უხარიათ,
არც რაიმეთი ერთობიან,
მხოლოდ ხანდისახან, აქაიქა,
ნისლის მსუბუქი საფარველი
ორთქლავს შავი ქვების სილუეტს.

ღრუბლები, როგორც ცის სულები
ნელი ნაბიჯებით ეშვებიან
და იცის ბოლო მესაფლავემ:
მცდელობა არის სისულელე,
რასაც არაფერი ეშველება,
რაც არის ყოვლად უიმედო,
უნდა დაგმო ან გააღმერთო!

იცის ჭკვიანმა მესაფლავემ,
რომ ამ ძველისძველ სასაფლაოს,
და მიწას - ხავერდოვან ფარჩას,
ერთი, პატარა, ძლიერ ვიწრო
და მცირე ადგილღა დარჩა.
იცის მშიერმა მესაფლავემ
და ცოდნა განა ადვილია
იცის და ამიტომაც არ ჭამს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები