ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პროზა
7 თებერვალი, 2015


"ქვევრი"

" ქვევრი"
ეს ის მოთხრობაა, დასაწყისიდანვე უნებურად რომ ჩაგითრევს და პირველ ნაბიჯებს გადაგადგმევინებს იმ სამყაროში, სადაც მდინარის პატარა კენჭებიც კი სუნთქავენ და ჩურჩულებენ .
ყველაფერს თავისი ენა და ჩვევაა აქვს , თავისი სატკივარი და თუ მთლად ყრუვები არ გამოვდექით, ამ მოთხრობიდან, მაინც გამოჟონავს მათი სათქმელი. ზოგი მეტს გაიგებს, ზოგი ცოტას და უფრო მეტი ალბათ ვერაფერს.
მე ამ მოთქრობას "ქვევრს" დავარქმევ, რადგან მან უნდა ამოგვძახოს, გაძლიერებული ექოს სახით, რასაც ყვავილები, ხეები და გარეული ცხოველები ჩასძახებენ, რათგან ასე მაინც მოახწიონ ჩვენს ყურამდე სათქმელი.
გაზაფხულია, ტყის პირად ამოსულ ენძელებს მისი სურნელი სდით , გაფურჩქნული ყვავილებიდან, როგორც ახალშობილს დედის რძის სუნი. ხან და ხან ცრემლივით ჩამოწყდებათ ხოლმე , მწვერვალებს ზვავი და დაუგორდებათ ვეება მკერდზე.
ამოსვლისას და ჩასვლისას, მზეს ჩვილი ბავშვივით წამოიწვენენ ხოლმე , დიდრონი მთები სხეულზე და ელოლიავებიან.
გაზაფხულია, წესით ტყიდან მხოლოდ ჩიტების საამური გალობა და მოდიდებული მდინარის რაკრაკი უნდა ისმოდეს, მაგრამ ეს რა ხდება?! ხევის მხრიდან ქვითინი ისმის, ყველას აქ მოუყრია თავი: ნიბლიებს, მელაკუდებს, დიდრონ მუხებს, ყველა ტყის ბინადარი ერთად შეკრეფილა და ტირიან.
გარკვევით მხოლოდ დაჭრილი ირმის სიტყვები ისმის: რატომ მუხავ , რატომ არ ამაფარე შენი დიდრონი მკლავები, რომ მათვის უხილავი ვყოფილიყავი?! ან შენ მდინარევ, რატომ არ გადარეცხე ჩემი ნაფეხური, რომ ჩემი გეში, მდევარ ძაღლებს ვეღარ აეღოთ?!
უსმინა , უსმინა მუხამ და მერე თვითონაც დაჭრილივით ამოიკვნესა: სადღა შემრჩა დიდრონი მკლავები, შემომხედე რამდენგან მჭირს ნაიარევი, რამდენი მკლავი ამაჭრა ვერაგმა ადამიანმა, დღეს ან ხვალ მოვა და მთლიანად მომჭრის, მე ვერაფრით დაგეხმარებოდი.
მორჩა მუხა და ახლა მდინარემ ამოხეთქა: მე რომ მიყურებ, ეს ხეები მასაზრდოვებენ , შეხედე ჩემს კალაპოტს, დართული ძაფივით დავწვრილდი, საცაა დღეს თუ ხვალ გავწყდები, მეც ვერაფრით გიშველიდიო.
იდგნენ და ლანძღავდნენ , წყევლიდნენ ადამიანის გაჩენის დღეს და სწორეთ ამ დროს, ყველა შეაკრთო უცნაურმა ხმაურმა.
აქეთ წავიდეთ პაპა აქეთ , ხალისიანათ მოხტოდა ცხრა-ათი წლის ბიჭუნა, პეპლების საჭერით ხელში და თან პაპას უხმობდა, რომელიც ნელი ნაბიჯით , წალდით ხელში , ჩაფიქრებული მოაბიჯებდა.
ყველანი დაფრთხნენ. ნიბლიები მუხის კენწეროზე ,ფოთლებს ამოეფარნენ, მელაკუდები სოროში ჩაძვრნენ და იქიდან იმზირებოდნენ ცალი თვალით, ციყვებმა ფუღუროებს მიაშურეს, მხოლოდ დაჭრილი ირემი ცდილობდა, საცოდავად წამოდგომას, უყურებდა ოქროს კულულებიან, სიცოცხლით სავსე ბიჭუნას და მის ნაცლად აუცდენელ სიკვდილს ხედავდა.
როგორღაც წააშველა მუხამ , შერჩენილი მკლავები, დაეხმარა წამოდგომაში მაგრამ, ამ დროს შენიშნა მოხუცის ხელში, ნახევარ მთვარესავით ალესილი წალდი და შეუშვა ხელი, მკლავები სადამდეც შეეძლო მაღლა აზიდა, იმის იმედით რომ მოხუცი ვერ შეწვდებოდა.
ბიჭუნას მიახლოვებაზე ბოლო ძალები მოიკრიფა ირემმა, უცებ წამოიწია თითქოს გაიმართა კიდევაც , მარა უცებ უმტყუნეს ძლიერმა მუხლებმა და დაენარცხა ისევ მიწას.
ბიჭი შეკრთა, შეშინდა, უკან საითაც პაპა ეგულებოდა თავქუდმოგლეჯილი , ყვირილით გაიქცა. პაპამ დაამშვიდა და ორიოდე წუთში ორივენი ერთად დაბრუნდნენ უკან, ბიჭი უკნიდან ფეხებზე ეკვროდა პაპას, მხოლოდ ცნობისმოყვარე, მაყვალივით თვალებს აკვესებდა წინ .
უყურებდა ირემი მოხუცის ხელში ალესილ წალდს, წელზე დაკიდებულ ხანჯალს და თვალწინ უტრიალებდა კადრები, როგორ გამოჭრიდნენ ყელს, როგორ აანაწევრებდა მის ლამაზ სხეულს ბასრი დანები.
მოხუცმა ირემთან დაიმუხლა, ჭრილობა შეუმოწმა, მერე შვილიშვილს რაღაც უჩურჩულა და ისიც მოწყდა, ადგილიდან თავქუდმოგლეჯილი სოფლისკენ.
დიდ ხანს უყურებდა თეთრწვერა მოხუცი , შემკრთალ ნადირს დიდრონ ცრემლიან თვალებში და ამ თვალებზე სევდიანი, იმ წუთას მისთვის დედამიწის ზურგზე სხვა არა მოიძებნებოდა რა.
რამდენი რამ ქონდა სათქმელი, მოხუცსაც და ირემსაც იმ წუთას ერთმანეთისთვის, რამდენი ყელთან მომდგარი სიტყვა შეაშრათ , მაგრამ განგებამ თავიდანვე გაწირა ისინი, სხვა და სხვა ენაზე აამეტყველა, მათ მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა ესმოდათ , გულისცემა რომელიც ირმის საყვედურსა და მოხუცის ბოდიშს ირეკლავდა.
მოხუცი ურმის თვლების ჭრაჭუნმა გამოაფხიზლა, ურემი რომელსაც ბებო და შვილიშვილი წინ მოუძღოდნენ.
ფრთხილად დაასვენეს ზედ ირემი, ბიჭუნა იმ წუთშივე ურმის კოფოზე მოექცა და ხმამაღალი შეძახილით დაძრა ხარები.
ერთ კვირას მკურნალობდა მოხუცი ირემს, ერთი კვირა იტანდა მეზობელთა დაცინვასა და ჩუმ გადალაპარაკებას: მშივრები იხოცებიან და სანამ ეს ნადირი უსულოდ არ მოკვდება, მანამ არ დაკლავენო.
ესმოდა მოხუცს ყველაფერი და არ იმჩნევდა.
ერთი კვირის თავზე ირემს უკეთესობა დაეტყო, მუხლებშიც გაიმართა, ერთ ქარიშხლიან ღამეს კი ჩვეული ნახტომებით გადაევლო ღობეს და სიბნელეს შეერია.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მოხუცი დაიღუპა, მის საფლავზე კი ხშირად ამჩნევდნენ , ირმის ნაკვალევს, საფლავის ქვაც ხშირად ხვდებოდათ, ირმისგან ნალოკი და ხანდახან ბნელ ღამეებში ირმის ბღავილიც მოისმოდა სასაფლაოს მხრიდან.
ერთ დღისით კი მენახირეებმა შემთხვევით დაინახეს, როგორ შებღაოდა დაჭრილი ირემი მოხუცის საფლავს,
ყველამ იფიქრა ისევ შველას სთხოვსო , არა და ირემი უბრალოდ, სიკვდილის წინ ეთხოვებოდა.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები