ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2015


მესიჯებად დაწერილი ექსპრომტი

მე-მოვლენილო ციდან,
მზისას გავხარ ასულს,
მხოლოდ შენთან მინდა,
სხვა არავინ არ მსურს.

შენ-არ წახვიდე სხვისას,
ეამები ამ სულს,
ალერსს ამ წამისას,
ნუ გაატან წარსულს.

მე-ვერ გელევი,ვერა,
დაგანაცვლებ ამ გულს,
მწამს მიმიჩენ შენად
საბოლოო სადგურს.

შენ-მარტო შენი მჯერა,
მარტო შენ ერთს გნატრობ,
შენ,იგივე მე ვარ
და პირიქით,გატყობ.

მე-დიახ,ტკბილო გოგო,
შენ-დიახ,თბილო ბიჭო,
ჩვენ-ასე,აბა როგორ?
ფეთქვა...
სუნთქვა...
ნიჭო...


ო.გ. და ქ.კ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები