ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2015


მარადიული ძახილი

ჩემო ძვირფასო,
თუ ყველაფერი რისიც მჯეროდა,
რისიც მწამდა და მქონდა იმედი,
არის ტყუილი,
და არ არსებობს არსად სამოთხე,
ნუ შეშინდები!
მე ვდგავარ ახლა მომწვანო ველზე,
უკიდეგანო მწვერვალებს შორის
და მთელი ხმით და მთელი შეგრძნებით
ვყვირი:  - მიიიყვააარხააარ...
თუ ჩემი სული, როცა დრო მოვა,
ისე გაქრება როგორც, ჩვევიათ
ორთქლით მინაზე მიწერილ სტროფებს,
შენ ყოველ დილით,
გაღვიძებისას,
ამ წვერვალების ძლიერი ექო
მოგიტანს ჩემს ხმას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები