ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2015


ბაბუაწვერებსაც სჯერათ

სულ ველოდები ვიღაც მოვა,
დიდიხნის ნაცნობივით დამაკვირდება
და მერე სხვებივით ბრმად არ ჩამივლის.
უბრალოდ მოვა და სულს შემიბერავს.
სულს რომელიც ბაბუაწვერასავით წამოშლის,
ობმოდებულ ლექსებს და ოცნებებს.
ერთ-ერთს ამოვირჩევთ, ჩავეჭიდებით
და გავყვებით ლურჯი უსასრულობისკენ.
**********
ბაბუაწვერებსაც სჯერათ, სჯერათ რომ ოდესმე,
ვიღაც მივა, შეუბერავთ სულს და ისინი გაფრინდებიან.

ალეკო მიშელაშვილი

მე მინახავს როგორ ტოვებდა ბერიკაცი,
ხურმის რამდენიმე ნაყოფს ხეზე.
"ზამთრის ჩიტებისთვის"
ჩიტებმა არ იცოდნენ,
როგორ შერჩა ნაყოფი ხეს.
ღმერთმა იცოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები