ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
13 თებერვალი, 2015


ეჭვი

        დიდი სიყვარულით შევუღლდით. ანუ მე სამოთახიანი ბინა მქონდა ჩეხური პროექტი, მარტო ვცხოვრობდი, ის კი ლამაზი გოგო იყო...მოკლედ  ყველაფერი ისე  აეწყო, როგორც კავკასიური ადათი გვმოძღვრავს.
მაგრამ რა  მოულოდნელად შემოკრა უბედურების ზარმა!
        წესით, ისე ღრმად მძინავს ხოლმე რომ არაფერი მესმის, ქვეყანა რომ დაიქცეს (ეს ისე, სიტყვის მასალაა) ვერაფერს გავიგებ, აი მაგალითად  როცა  თალიბები ავღანეთში ამერიკის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ,  მაშინაც არაფერი გამიგია,
        მაგრამ იმ ღამით  ეტყობა რაღაც ანომალია შეინიშნებოდა, ვშფოთავდი, მას გულში ვიხუტებდი და ის  საზიზღარი წინათგრძნობა  მტანჯავდა, რომელიც არ ვიცი საიდან მოდიოდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ამავე დროს რაღაც მაინც ვერ იყო კარგად, თუმცა სახელდობრ რა,  ამას ვერ ვაცნობიერებდი. მისი მშვიდი სუნთქვა ყურთან მესმოდა, მისი სხეულის სითბოს წესით უნდა დავემშვიდებინე და უნდა მოვდუნებულიყავი!....მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე, ამას ვერ ვახერხებდი ვერაფრით, გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა.
        უკუვაგდე ყველა უარყოფითი ემოცია, კარგზე დავიწყე ინტენსიურად ფიქრი , ანუ მის მკერდზე და ცოტა ჩამთვლიმა კიდეც, ამ დროს რაღაც უცნაური ხმაური ჩამესმა....ხელი მოვაფათურე და ის გვერდით აღარ მეწვა! წამოვხტი და სამზარეულოსკენ გავქანდი,         
        სამზარეულოში ბნელოდა, მხოლოდ მთვარე ანათებდა და სასტიკად წიკწიკებდა კედლის  საათი, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა , ჩემი საყვარელი არსება სკამზე იჯდა , ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა მის სილუეტს...ცალ ხელში ტელეფონი ეკავა, მეორე კი სადღაც ქვემოთ ქონდა ჩაყოფილი, ტოკავდა და კვნესდა....
        წინ გადავქანდი უაღრესად აღშფოთებული და გაოცებული  რომ  ახლოდან მენახა მაინც რა ხდებოდა!.... ამ დროს  სკამს წამოვედე!..... მან შეჰკივლა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, წამოხტა, ძირს დავარდნილი ტელეფონი აიღო და თავის მართლებას მოჰყვა....დაქალმა დამირეკა მოულოდნელად და აღარ შეგაწუხეო, პრობლემები აქვსო..შეყვარებულმა მიატოვა და დეპრესიაშიაო..ვერ იძინებსო.....დავუჯერე, დავუჯერე და ისევ დავწექით...კიდევ დიდხანს ვბორგავდით და მერე ჩაგვეძინა


............................................................................................................................................................................
        იმ ღამის მერე ყველაფერი შეიცვალა, ჩემმა საყვარელმა არსებამ გამმიჯნა თითქოს, სულ გვიან და გვიან ბრუნდებოდა სახლში, მოვიდოდა თუ არა, ეგრევე სააბაზანოში შევარდებოდა, იბანდა და მერე გამოიდოდა ხოლმე უცნაურად დარცხვენილი და დაძმარებული....ისეთი სახე ქონდა რომ  მის მაგივრად ხანდახან მე მრცხვენოდა, თვალს ვარიდებდი ,  ჯერ გამოიცვლიოდა, ნელ-ნელა მოშინაურდებოდა და მერე  სავსებით კანონიერ, ლოგიკურ შეკითხვაზე , სად ეგდე აქამდეო, ასევე კანონიერად და ლოგიკურად მპასუხობდა , იმ ჩემს უბედურ დაქალთან ვიყავიო...
        ეს ყველაფერი უკვე მიიღო ჩემმა  ფსიქიკამ და ერთ რამეს კი ვერა და ვერ ვამუღამებდი, რატომ ცოფდებოდა უცებ ჩემი საყვარელი არსება  როცა მის ტელეფონს ვეხებოდი?..... ერთხელ დაურეკეს, ის ოთახში შეიკეტა და დიდხანს საუბრობდა, ეტყობა ისევ  მის დაქალს ქონდა პრობლემა შეყვარებულთან და ის ქალურ სოლიდარობას თამაშობდა, რჩევებს აძლევდა..საიდან ვიციი?...საიდან და..თავად მითხრა, როცა გამივიდა ოთახიდან, ხალათს იკრავდა  და სახე გაწითლებული ქონდა...მერე სააბაზანოში შევიდა , მივაყურადე , წყლის ხმაურში რაღაც ხმები მესმოდა..ალბათ დაქალს უყვებოდა თუ რა ძნელია როცა გიყვარს და მიგატოვებენ....მერე შემრცხვა და  რა ჩემი საქმეა მეთქი მათი საუბარი.... გამოვიდა, ვიჯექით სამზარეულოში, ის გამხიარულდა,  ყავას ვსვამდით, მერე დავწექით, ტელევიზორს ვუყურეთ, მტკივნეულად განიხილავდა ფილმებს, რეკლამებს  და რაღაც მომენტში მეჩვენებოდა რომ ისევ და ისევ რაღაც ვერ იყო კარგად....
      ერთხელაც , საათი გამიფუჭდა და მის ტელეფონს წავავლე ხელი....ვნახო მეთქი რა დროა, ის გამწარდა და ხელიდან გამაგდებინა, მერე გაკვირვებულს და დარცხვენილს, დიდხანს მლანძღავდა თუ რა ცუდი საქციელია როცა სხვის პირადში იქექებიან!....(თან მესიჯებს თუ ზარებს შლიდა)  მე მიკვირდა და ვეუბნებოდი რომ ჯერ ერთი მე მხოლოდ დრო  მინდოდა გამეგო და მეორეც,    ეს ხომ ჩვენი საერთო ცხოვრებაა?...  და ის იცინოდა...მკოცნიდა და იცინოდა....
        ზუსტად ერთი წლის შემდეგ , როცა სექსის რაოდენობამ და ხარისხმა იკლო, მივხვდი რომ აშკარად რაღაც ხდებოდა.
თავიდან ციყვივით დამახტებოდა ხოლმე და კრუტუნებდა, ახლა კი......
        შევეცადე გამერკვია, როცა 11 საათი გახდა, მარტო ვივახშმე  და ის ისევ არ ჩანდა, დავურეკე, ტელეფონი გათიშული იყო...გულში გამჭოლი  ტკივილი ვიგრძენი, სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩამოვედი, სადარბაზოსთან სიგარეტს მოვუკიდე, გზის იქით გადავედი და ჩემს მანქანას ამოვეფარე, აქედან კარგად ჩანდა გზის ნაწილი და სადარბაზოს შესასვლელი, დიდხანას ვიცადე, მეტავ საიდან მოდის მეთქი  და კიდევ  დავრეკე, ისევ გამორთულიაო, გამახარა  ავტომატმა, ჩავიმუხლე და ამ დროს ისეთი რაღაც დავინახე რამაც შემძრა!
          ჩემი მანქანის კალოდკები შეყვითლებული იყო, თითქოს ჟანგი მოსდებოდა...არა და ოროოდე  დღის წინ ხომ გამოვცვალე! ორიგინილიაო და 300 ლარი გადამახდევინეს, ხელიც  გადავუსვი, აშკარად დაჟანგებულიყო და ამან გამაგიჟა! რა აფერისტები არიან ეს ხელოსნები! ნუთუ ჩინური ნაგავი შემომტენეს? თქვენ როგორ ფიქრობთ? უნდა ვენდოთ თუ არა ხელოსნებს? იქნებ მე ვერ მოვუარე კარგად ? ანდა უბრალოდ მიცუბიშის  ცენტრში უნდა წავსულიყავი და იქ გამომეცვალაააა? ასეა, როცა იაფად გიკეთებენ , ასეა როცა ენდობი! დაიცა! ხვალ დილიდანვე წავალ და ნახე რას ვუზამ მაგ აფერისტს! ორიგინალიაო! რემსას კალოდკებმა დამღუპა და დამაქცია, ATE-ს უძლიერესი აპორნები გამიფუჭა......წინებზე დავაყენე რემსები და ჯერ ხომ  მაგრად წრიპინებს, თავიდან ჩავთვალე მეთქი ახალია და მაგ პონტში სანამ მოჯდება მეთქი მარა არ უვლის ეს დედა არღნიანი წრიპინი, ტორმუზი ისედაც არ მიყვარდა ეხლა საერთოდ შემზიზღდა. და ვინმემ ხო არ იცის სად აკეთებენ კარგად კალოდკების განახლებას? უკანებიც მინდა განვაახლო .............



ს.ნ. 2015



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები