ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2015


***

მჭედელი რომ ვყოფილიყავი,
გამოვჭედავდი რკინის კარებს,
ჩამოვკიდებდი ანჯამებზე
ჩემი არსებობის წინ
და ისე ძლიერად გამოვხურავდი,
რომ ვერავის შესძლებოდა შემოსვლა.
და თუ ვინმე სიყვარულით შებორკილი,
შიშველი ხელებით და შეუპოვარი ხასიათით
მოახერხებდა და დაამსხვრევდა
ყველა რკინის კარს,
შემოვიდოდა აუტანელი სითბოთი,
უჩვეულო ხმაურით,
სიცოცხლის ყვავილებით,
ვეტყოდი,
ნუ გეშინია,
მე მჭედელი ვარ,
თუ გინდა დარჩი,
მე შემიძლია,
შენი არსებობაც,
ჩემი გამოჭედილი კარების
შიგნით მოვაქციო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები