ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2015


მეტია კაცზე, მეტი პოეტზე

გამკრთალდა მთვარე - მედალიონი-
-ცის
და გავლიე ეს ოცწლეული.
ახლა თენდება და ალიონი
გადაიხლიჩა ბროწეულივით.
სხეული, სულის ვიწრო სანახი,
ქანაობს ლექსის მსუბუქ რტოებზე.
ნეტავ ვიცოდე, ჩემში რა ნახე,
კაცზე მეტი და მეტი პოეტზე?!
და გახდი ჩემი ფიქრის მეტივე,
ნეტავ დატბორვას თუ გადავრჩები?!
დგანან, ფანჯრებთან ღამეს მითევენ
ჩემი შავტუხა კუკარაჩები,
ოსტატები და მარგარიტები,
ჯულიეტები რომეოები,
და მაგ თვალებით - მარგალიტებით,
ახლაღა ვხვდები რომ მეუბნები:
-გრძნობის მორევში უნდა მოექცე,
შეიხსნა სუნთქვა ყელთან ღილივით,
მეტია კაცზე, მეტი პოეტზე
შეყვარებული კაცის ღიმილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები