| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2015 |
მიამბე ზღვაზე, მეზღვაურო, ზღვაზე მიამბე, შეაბი შენი სურვილები ფრთაზე თოლიას! ჯერფეხდაუდგამ უცხო კუნძულს თუკი მიაგნებ, იმ კუნძულისკენ ფიქრში მეც თან წამიყოლიე...
მიამბე მიწის მონატრება, დარდი ხმელეთზე, გამოატანე წყალს ნაპირთან ჩუმი გზავნილი. მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე, ანუ მეზღვაურს რაც უხმოდ აქვს გადატანილი...
მიამბე, წყალი რას გიყვება ყოველ ცისმარე, ცუდი სიზმარი თუ წაიღო ტალღის მიქცევამ? ჯიუტი მზერა ისევ გაქვს, თუ გამოიცვალე, ის ჰორიზონტიც ცასთან გელის, სად "გაიქცევა"...
მიამბე მზეზე, როცა წვება წყალზე ბინდისას, იქნებ, გამოჰყვე მზის ბილიკებს ფიქრით სახლამდე... აქ, შენს ნაპირზე, მეზღვაურო, ის ამინდია, ამ სითბოს ალბათ, "მოკითხვამდე" შეგინახავდი... 16.02.15
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. შეაბი შენი სურვილები ფრთაზე თოლიას! ++ შეაბი შენი სურვილები ფრთაზე თოლიას! ++
35. კარგი ლექსია, ლამაზი-თუ შეიძლება ასე ითქვას. კარგი ლექსია, ლამაზი-თუ შეიძლება ასე ითქვას.
34. მერაბ,
https://33.media.tumblr.com/a2a05d925785bc1c7fe3a6cad0176618/tumblr_nitgfrxkvZ1u79lh4o2_500.gif
უკაცრავად უადგილო კომენტარისთვის :) მერაბ,
https://33.media.tumblr.com/a2a05d925785bc1c7fe3a6cad0176618/tumblr_nitgfrxkvZ1u79lh4o2_500.gif
უკაცრავად უადგილო კომენტარისთვის :)
33. მშვენიერი მიძღნაა ! მერაბმა ერთხელ მომწერა გემზე ვარო, მაშვინ მშვიდობით დაბრუნდა და ახლაც მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ.
მშვენიერი მიძღნაა ! მერაბმა ერთხელ მომწერა გემზე ვარო, მაშვინ მშვიდობით დაბრუნდა და ახლაც მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ.
32. ზღვის ტალღას მოყოლილი ნიავივით ლექსია... 555 ადრესატი მეც ძალიან მიყვარს...:-* :-* ზღვის ტალღას მოყოლილი ნიავივით ლექსია... 555 ადრესატი მეც ძალიან მიყვარს...:-* :-*
31. რა ლამაზია... ძალიან მომწონს... რა ლამაზია... ძალიან მომწონს...
30. ნეფერტარ, ისე, კი გავს, ხო იცი, კომლექციით "ტარანას"... ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს მიწაზე, ეს ენასარსალა და ყოყლოჩინა, ასაკი კი აქვს ისე, "მყვირალობის"... ჩამოგვივა ბიჭი ნამზეური, ნაზღვაური და მერე "კ არ" მოგვთხოვს, ამდონ მოფერებას, გააშრობს სისხლს ყველაფრის დამწუნებელი კომენტარებით, ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ეს მაკვარანცხი ბაღანა... :)) ნეფერტარ, ისე, კი გავს, ხო იცი, კომლექციით "ტარანას"... ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს მიწაზე, ეს ენასარსალა და ყოყლოჩინა, ასაკი კი აქვს ისე, "მყვირალობის"... ჩამოგვივა ბიჭი ნამზეური, ნაზღვაური და მერე "კ არ" მოგვთხოვს, ამდონ მოფერებას, გააშრობს სისხლს ყველაფრის დამწუნებელი კომენტარებით, ალბათ, ამიტომაც გვიყვარს ეს მაკვარანცხი ბაღანა... :))
29. შენ გენაცვალე ჩემო ილიკო კი არა და ჩემო ბუდულ:* ოქროს გული რომ გქონდა, კი ვიცოდი, მაგრამ ამხელა ბაჯაღლო თუ გედო მაგ გამხმარ მკერდში, არ მეგონაო : )))) თამრო ამფერი გემრიელი ლექსი მომიძღვენი და დღეს რა ნამუსით დაგჩაგრო? ამიტომ გავატარებ ამ პატარა კბენას : ))) ნეფერტარ შენ მგონი ჟეიმს კუკი გგონივარ : )))) თათა შენ ხარ ჭეშმარიტი მელიქიშვილი, იმ ერთ დეფაქტოს კი არ გავხარ აქ რომ მელიქიშვილობს ;) მაგრამ მე არც მთლად ისეთიუმწიკლო ვარ თქვენ რომ გგონიათ :* შენ გენაცვალე ჩემო ილიკო კი არა და ჩემო ბუდულ:* ოქროს გული რომ გქონდა, კი ვიცოდი, მაგრამ ამხელა ბაჯაღლო თუ გედო მაგ გამხმარ მკერდში, არ მეგონაო : )))) თამრო ამფერი გემრიელი ლექსი მომიძღვენი და დღეს რა ნამუსით დაგჩაგრო? ამიტომ გავატარებ ამ პატარა კბენას : ))) ნეფერტარ შენ მგონი ჟეიმს კუკი გგონივარ : )))) თათა შენ ხარ ჭეშმარიტი მელიქიშვილი, იმ ერთ დეფაქტოს კი არ გავხარ აქ რომ მელიქიშვილობს ;) მაგრამ მე არც მთლად ისეთიუმწიკლო ვარ თქვენ რომ გგონიათ :*
28.
თათა ჩემო კარგო, ვიცით ვინც არის, როგორიც არის... ერგე რომ არ იყოს, ვერ ამ ლექსს მიიღებდა და ვერც ხუმრობით გამთბარ კომენტარებს.
ვხუმრობთ, ვეფერებით, ოკანეებში და ზღვებში მის გვერდით ვართ, თორემ ...ლუდზე დასაყოლებელს კი ვიშოვით რამეს. :))
თათა ჩემო კარგო, ვიცით ვინც არის, როგორიც არის... ერგე რომ არ იყოს, ვერ ამ ლექსს მიიღებდა და ვერც ხუმრობით გამთბარ კომენტარებს.
ვხუმრობთ, ვეფერებით, ოკანეებში და ზღვებში მის გვერდით ვართ, თორემ ...ლუდზე დასაყოლებელს კი ვიშოვით რამეს. :))
27. რაც ამ პორტალზე დავრეგისტრირდი, ბევრს ვკითხულობ, მაგრამ კომენტარი არ დამიწერია, რომ არა ადრესატი, ალბათ არც დავწერდი. ლექსი თავისთავად ძალიან ლამაზია -
მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე, ანუ მეზღვაურს რაც უხმოდ აქვს გადატანილი...
ამაზე ბევრი მიფიქრია, კარგია რომ ასე ლამაზად თქვით.
ჰო, ახლა ადრესატს მივუბრუნდები :) მერაბი არიიის, საოცარი ბიჭი, სა ო ცა რიი !! ყველაზე კეთილი და ყველაზე სანდო, მათ შორის, ვის გაცნობასაც მოახერხებ ადამიანი, ამ ცხოვრებაში... ბევრი რამის თქმა შემიძლია, კიდევ და კიდევ... თავს არ მოგაწყენთ :)
რაც ამ პორტალზე დავრეგისტრირდი, ბევრს ვკითხულობ, მაგრამ კომენტარი არ დამიწერია, რომ არა ადრესატი, ალბათ არც დავწერდი. ლექსი თავისთავად ძალიან ლამაზია -
მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე, ანუ მეზღვაურს რაც უხმოდ აქვს გადატანილი...
ამაზე ბევრი მიფიქრია, კარგია რომ ასე ლამაზად თქვით.
ჰო, ახლა ადრესატს მივუბრუნდები :) მერაბი არიიის, საოცარი ბიჭი, სა ო ცა რიი !! ყველაზე კეთილი და ყველაზე სანდო, მათ შორის, ვის გაცნობასაც მოახერხებ ადამიანი, ამ ცხოვრებაში... ბევრი რამის თქმა შემიძლია, კიდევ და კიდევ... თავს არ მოგაწყენთ :)
26. არის გარემოება, ძალიან ხშირი, როცა კარგ ადამიანებს ერთმანეთის საერთოდ არ ესმით. ანუ ორი დადებითი ან უარყოფითი ნაწილაკი ერთმანეთს განიზიდავენ. - ფიზიკის ეს კანონი ისე არსად მუშაობს როგორც ამგვარ შემთხვევაში. სამაგიეროდ დადებითებს ისე იზიდავენ უარყოფითები რომ გაგიკვირდება კაცს... ღმერთმა თქვა: კარგი-ავსა, ავი კარგსა, ასში ერთი კარგი -კარგსა, მა როგორ დავაბალანსოვო??????????
მარსკოი კოტიკს მარსკოი კორტიკი, ჩვენ - მშვიდობა ღმერთს დიდება.
მე და თქვენ ჩვენი ხომ ვთქვით გულით, სუფთად, პატიოსნად, ალალად...
ზღვაშია კაცი, მოვეფეროთ ცოტა, იყოყლოჩინოს, მობრძანდეს, ჩამობრძანდეს და დაბრძანდეს... დაბრუნდება და აქ არ იქნება ? მერე გავაძროთ მარილიანი ტყავი და დავაყოლოთ ლუდს, დამარილებული ქე იქნება უკვე .... =))
არის გარემოება, ძალიან ხშირი, როცა კარგ ადამიანებს ერთმანეთის საერთოდ არ ესმით. ანუ ორი დადებითი ან უარყოფითი ნაწილაკი ერთმანეთს განიზიდავენ. - ფიზიკის ეს კანონი ისე არსად მუშაობს როგორც ამგვარ შემთხვევაში. სამაგიეროდ დადებითებს ისე იზიდავენ უარყოფითები რომ გაგიკვირდება კაცს... ღმერთმა თქვა: კარგი-ავსა, ავი კარგსა, ასში ერთი კარგი -კარგსა, მა როგორ დავაბალანსოვო??????????
მარსკოი კოტიკს მარსკოი კორტიკი, ჩვენ - მშვიდობა ღმერთს დიდება.
მე და თქვენ ჩვენი ხომ ვთქვით გულით, სუფთად, პატიოსნად, ალალად...
ზღვაშია კაცი, მოვეფეროთ ცოტა, იყოყლოჩინოს, მობრძანდეს, ჩამობრძანდეს და დაბრძანდეს... დაბრუნდება და აქ არ იქნება ? მერე გავაძროთ მარილიანი ტყავი და დავაყოლოთ ლუდს, დამარილებული ქე იქნება უკვე .... =))
25. წავიკითხე ფეისბუქზე და ძალიან მომეწონა :)
წავიკითხე ფეისბუქზე და ძალიან მომეწონა :)
24. ამ ლექსში არ ჩანს, კონკრეტული ადრესატი შენ რომ ხარ , მერაბ, მაგრამ გულმა კი მიგრძნო რაღაცნაირად და ინტუიცია ხანდახან ყველაზე დიდი საბუთია, სიმართლის დასადგენად. მოგიკითხე ლექსი კარგია, მაგრამ ადრესატი უფრო ბაჯაღლო გულის მეზღვაური.
ამ ლექსში არ ჩანს, კონკრეტული ადრესატი შენ რომ ხარ , მერაბ, მაგრამ გულმა კი მიგრძნო რაღაცნაირად და ინტუიცია ხანდახან ყველაზე დიდი საბუთია, სიმართლის დასადგენად. მოგიკითხე ლექსი კარგია, მაგრამ ადრესატი უფრო ბაჯაღლო გულის მეზღვაური.
23. ჩემო ნეფერტარ, ეცი ახლა ასეთ კაცს პატივი...:)) მეზღვაურები სიტყვაძვირები არიანო და ასე ფეხის დაბაკუნებით რომ მოითხოვს "პაივცემული" ჯიხაძე ქება-დიდებას და წელში შევარდნას, ეს ეკადრება "მარსკოი კოტიკს"?.. პ.ს. ბიძიებო, დეიდებო, ზღვაოსნებო და ხმელეთელებო, მეც მასწავლეთ რა "სამოხვალოვობა", ეგებ, ერთი-ორი თითის დადებაზე აიწიოს ჩემმა IQ-მ, თვარა, ისე დამეზმა ხანი, რომ თავპიარს "თავკანტროლი" მირჩევნია... :))))))))))))))))))))))))) ჩემო ნეფერტარ, ეცი ახლა ასეთ კაცს პატივი...:)) მეზღვაურები სიტყვაძვირები არიანო და ასე ფეხის დაბაკუნებით რომ მოითხოვს "პაივცემული" ჯიხაძე ქება-დიდებას და წელში შევარდნას, ეს ეკადრება "მარსკოი კოტიკს"?.. პ.ს. ბიძიებო, დეიდებო, ზღვაოსნებო და ხმელეთელებო, მეც მასწავლეთ რა "სამოხვალოვობა", ეგებ, ერთი-ორი თითის დადებაზე აიწიოს ჩემმა IQ-მ, თვარა, ისე დამეზმა ხანი, რომ თავპიარს "თავკანტროლი" მირჩევნია... :)))))))))))))))))))))))))
22. ისევ და ისევ მომიკალი გული :/ სხეული რომელშიც ჩემი სპეტაკი სული ბუდობს ფაქტიურად სიწმინდეა, სიწმინდე არ ჩამოდის და არ ბრუნდება, სიწმინდე უნდა ჩამოაბრძანო, შესაბამისად შეურაცხმყოფელია შენი მხრიდან ჩემი სხეულისადმი ასეთი ლამის ფამილიარული ტონი! პს: ნუღარ გავაოფებთ, უხერხულია, ლექსის ავტორსა და ადრესატს ეწყინება ;) ისევ და ისევ მომიკალი გული :/ სხეული რომელშიც ჩემი სპეტაკი სული ბუდობს ფაქტიურად სიწმინდეა, სიწმინდე არ ჩამოდის და არ ბრუნდება, სიწმინდე უნდა ჩამოაბრძანო, შესაბამისად შეურაცხმყოფელია შენი მხრიდან ჩემი სხეულისადმი ასეთი ლამის ფამილიარული ტონი! პს: ნუღარ გავაოფებთ, უხერხულია, ლექსის ავტორსა და ადრესატს ეწყინება ;)
21. Я же сказала четко и ясно "Мы не всретимся никак.." :))
მშვიდობიან დაბრუნებას გისურვებთ სამივეს, თქვენ, თქვენს სულს და თქვენს სხეულს...
ჩვენ, თქვენი პატივისმცემელი ადამიანები ხმელეთზე გელოდებით, სამშობლოში.
Я же сказала четко и ясно "Мы не всретимся никак.." :))
მშვიდობიან დაბრუნებას გისურვებთ სამივეს, თქვენ, თქვენს სულს და თქვენს სხეულს...
ჩვენ, თქვენი პატივისმცემელი ადამიანები ხმელეთზე გელოდებით, სამშობლოში.
20. მასე სადაა ბიძია, ჯერ ლამის პრომილეთებში გაზომე ჩემი ენის მარილიანობა, იმ ენის რომელიც ჩემი სხეულის ნაწილია, იმ სხეულის ნაწილი რომელშიც ჩემი სპეტაკი სული ბუდობს და ამის მერე ვინმე პატივცემული გაზმანოვის რეპერტუარით ცდილობთ ჩემს შემორიგებას? მამა ზეციერიც კი ვერ დაგეხმარებათ ამ ამბავში ;) მასე სადაა ბიძია, ჯერ ლამის პრომილეთებში გაზომე ჩემი ენის მარილიანობა, იმ ენის რომელიც ჩემი სხეულის ნაწილია, იმ სხეულის ნაწილი რომელშიც ჩემი სპეტაკი სული ბუდობს და ამის მერე ვინმე პატივცემული გაზმანოვის რეპერტუარით ცდილობთ ჩემს შემორიგებას? მამა ზეციერიც კი ვერ დაგეხმარებათ ამ ამბავში ;)
19.
რაღა ვქნა ახლა, ზღვაში გასული კაცი გამინაწყენებია, თავს იმითი ვიმართლებ რომ ხელახლა დავწერ ჩემი პირველი კომენტარის ბოლო წინადადებას :
"ეს ხუმრობით. სინამდვილეში მეზღვაურებს დიდ პატივს ვცემ ვაჟკაცობის გამო. კაცი რომ ოკეანის ტალღას არ უშინდება, იმას ვერაფერი შეაშინებს!.. "
ამაზე რას იტყვი მეზღვაურო?
Я морячка ты моряк, Я рыбачка ты рыбак! Я на суше ты на море - Мы не встретимся никак...
შევაბურნე, იმედია გაზმანოვი ურაკის წევრი არ არის თორემ მომაშთობდა !!! :))
რაღა ვქნა ახლა, ზღვაში გასული კაცი გამინაწყენებია, თავს იმითი ვიმართლებ რომ ხელახლა დავწერ ჩემი პირველი კომენტარის ბოლო წინადადებას :
"ეს ხუმრობით. სინამდვილეში მეზღვაურებს დიდ პატივს ვცემ ვაჟკაცობის გამო. კაცი რომ ოკეანის ტალღას არ უშინდება, იმას ვერაფერი შეაშინებს!.. "
ამაზე რას იტყვი მეზღვაურო?
Я морячка ты моряк, Я рыбачка ты рыбак! Я на суше ты на море - Мы не встретимся никак...
შევაბურნე, იმედია გაზმანოვი ურაკის წევრი არ არის თორემ მომაშთობდა !!! :))
18. უკვე გვიანია ნეფერტარ, გულიმომიკლა შენმა პირველმა კომენტარმა : ) პს: ჰაეროვან კოცნებს ერიდე სუსტი ფილტვებიმაქვს : )))
უკვე გვიანია ნეფერტარ, გულიმომიკლა შენმა პირველმა კომენტარმა : ) პს: ჰაეროვან კოცნებს ერიდე სუსტი ფილტვებიმაქვს : )))
17. ეჰ, ჯიხაძევ, შენ რისი წაკითხვაც გინდოდა კი დაგიწერე კომენტარში მაგრამ რათ გინდა, კარგი მთქმელი კი ვარ, მაგრამ კარგი გამოგონე ოკეანის ტალღების ხმითაა ყურდახშული... :)))
იცოცხლე, მერაბიკო შენ ჩასაყლაპო!!! მერაბიკო სასწაული ბიჭი ხარ!!! ... გამოგიგზავნე ჰაეროვანი კოცნებიიიიი!!!.... :))
დაწერე ახლა ის პასუხი რაც კაიუტისკენ სირბილში მოიფიქრე... დროზე.... :))
ეჰ, ჯიხაძევ, შენ რისი წაკითხვაც გინდოდა კი დაგიწერე კომენტარში მაგრამ რათ გინდა, კარგი მთქმელი კი ვარ, მაგრამ კარგი გამოგონე ოკეანის ტალღების ხმითაა ყურდახშული... :)))
იცოცხლე, მერაბიკო შენ ჩასაყლაპო!!! მერაბიკო სასწაული ბიჭი ხარ!!! ... გამოგიგზავნე ჰაეროვანი კოცნებიიიიი!!!.... :))
დაწერე ახლა ის პასუხი რაც კაიუტისკენ სირბილში მოიფიქრე... დროზე.... :))
15. შენსგან რას უნდა ვითხოვდე თამრო : ))) ერთი რუსალკა გთხოვე მარტო :დ ჩემი პრეტენზიები ურაკელებს ეხება, სხვებზე მიძღვნილი ლექსების კომენტარებში სულ ასეთი კომენტარებია: "როგორ მიყვარხართ:*", "ჩემები ხართ ორივე:*, "ზუსტად ისეთ ლექსია ადრესატი რომ იმსახურებს" და ა.შ : ))) შენსგან რას უნდა ვითხოვდე თამრო : ))) ერთი რუსალკა გთხოვე მარტო :დ ჩემი პრეტენზიები ურაკელებს ეხება, სხვებზე მიძღვნილი ლექსების კომენტარებში სულ ასეთი კომენტარებია: "როგორ მიყვარხართ:*", "ჩემები ხართ ორივე:*, "ზუსტად ისეთ ლექსია ადრესატი რომ იმსახურებს" და ა.შ : )))
14. მერაბ, რას ითხოვ? გავიგე, რომ მეზღვაურობ და ქე მოგიძღვენი ეს ლექსი, შენ მადა რავა ჭამაში მოგდის? იზღვაურე ბატონო და დაგვაცადე ხმელეთელებს, "ვიხმელეთოდ"... ასეთ პრეტენზიებს თუ გააგრძელებ, სულ არ ჩამოგიშვებ მიწაზე და ურტყი მერე კრუგები დედამიწას "ჩერეზ მორია ი ოკეანი"... :))) პ.ს. კაკოვ პრივეტ, ტაკოვ ი ოტვეტ-ო!!! )))))))))))))) მერაბ, რას ითხოვ? გავიგე, რომ მეზღვაურობ და ქე მოგიძღვენი ეს ლექსი, შენ მადა რავა ჭამაში მოგდის? იზღვაურე ბატონო და დაგვაცადე ხმელეთელებს, "ვიხმელეთოდ"... ასეთ პრეტენზიებს თუ გააგრძელებ, სულ არ ჩამოგიშვებ მიწაზე და ურტყი მერე კრუგები დედამიწას "ჩერეზ მორია ი ოკეანი"... :))) პ.ს. კაკოვ პრივეტ, ტაკოვ ი ოტვეტ-ო!!! ))))))))))))))
13. მერაბ, მე მხოლოდ თანანას ლექსიდან შევიტყვე შენი მეზღვაურობის შესახებ... მოგიკითხე დიდი სიყვარულით.
თამრი, ეს ლექსი კი... შენც ხომ იცი, ჩემი დამოკიდებულება ზღვისადმი თუ ოკეანისადმი? ჩავიძირე შენს ლექსში თავით ფეხამდე. 555555555555555555 მერაბ, მე მხოლოდ თანანას ლექსიდან შევიტყვე შენი მეზღვაურობის შესახებ... მოგიკითხე დიდი სიყვარულით.
თამრი, ეს ლექსი კი... შენც ხომ იცი, ჩემი დამოკიდებულება ზღვისადმი თუ ოკეანისადმი? ჩავიძირე შენს ლექსში თავით ფეხამდე. 555555555555555555
12. სამუშაოს მოვრჩი, კაიუტაში ამოვირბინე, ვთქვი კომენტარები დამხვდება იცოცხლე, მერაბიკო შენ ჩასაყლაპო, მერაბიკო სასწაული ბიჭი ხარ და ა.შ "დაჟე" გზაში საპასუხოდ რა დამეწერა ისიც მოვიფიქრე, რომ არც მთლად ისეთი უმწიკლო ვარ ხალხნო თქვენ რომ გგონიათ და ა.შ. : ))) ხოდა მოვედი და შენც არ მომიკვდე : ))) სამუშაოს მოვრჩი, კაიუტაში ამოვირბინე, ვთქვი კომენტარები დამხვდება იცოცხლე, მერაბიკო შენ ჩასაყლაპო, მერაბიკო სასწაული ბიჭი ხარ და ა.შ "დაჟე" გზაში საპასუხოდ რა დამეწერა ისიც მოვიფიქრე, რომ არც მთლად ისეთი უმწიკლო ვარ ხალხნო თქვენ რომ გგონიათ და ა.შ. : ))) ხოდა მოვედი და შენც არ მომიკვდე : )))
10. "მიამბე ზღვაზე, მეზღვაურო, ზღვაზე მიამბე, შეაბი შენი სურვილები ფრთაზე თოლიას!" + + + "მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე," + + + მშვენიერი მიძღვნაა. დაიმსახურა ალბათ ჯიხაძემ. მერაბ ბატონო, როგორც ვატყობ თქვენს მეზღვაურობას, სხვა შედეგი მეტი აქვს, ვიდრე ფინანსური... მსოფლიო ოკეანის მთელი მარილი თქვენს ენაზე დაგროვილა... იმიტომაა მწარე =)) ეს ხუმრობით. სინამდვილეში მეზღვაურებს დიდ პატივს ვცემ, ვაჟკაცობის გამო. კაცი რომ ოკეანის ტალღას არ უშინდება, იმას ვერაფერი შეაშინებს!..
თანანას კი ხუთი ქულა.
"მიამბე ზღვაზე, მეზღვაურო, ზღვაზე მიამბე, შეაბი შენი სურვილები ფრთაზე თოლიას!" + + + "მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე," + + + მშვენიერი მიძღვნაა. დაიმსახურა ალბათ ჯიხაძემ. მერაბ ბატონო, როგორც ვატყობ თქვენს მეზღვაურობას, სხვა შედეგი მეტი აქვს, ვიდრე ფინანსური... მსოფლიო ოკეანის მთელი მარილი თქვენს ენაზე დაგროვილა... იმიტომაა მწარე =)) ეს ხუმრობით. სინამდვილეში მეზღვაურებს დიდ პატივს ვცემ, ვაჟკაცობის გამო. კაცი რომ ოკეანის ტალღას არ უშინდება, იმას ვერაფერი შეაშინებს!..
თანანას კი ხუთი ქულა.
9. +. 17/02/15წელი. ზღვა და ფიქრები კარგია. ნექტარი. +. 17/02/15წელი. ზღვა და ფიქრები კარგია. ნექტარი.
8. მადლობა თამრო, მაგარი ლექსი თუ არ იყოს ჩემი სულის სისპეტაკეს გეფიცები :* აქამდეც ხომ მიყვარდი, მაგრამ ახლა უფრო : ) პს: ხომ ხედავ შეგძლებია წერა, უბრალოდ მუზა არ გივარგოდა აქამდე : )))) მადლობა თამრო, მაგარი ლექსი თუ არ იყოს ჩემი სულის სისპეტაკეს გეფიცები :* აქამდეც ხომ მიყვარდი, მაგრამ ახლა უფრო : ) პს: ხომ ხედავ შეგძლებია წერა, უბრალოდ მუზა არ გივარგოდა აქამდე : ))))
7. ამ "სიხშირის" შეგრძნება ერთი სიამოვნებაა, ჩემო ჯონათან!!! :)) ამ "სიხშირის" შეგრძნება ერთი სიამოვნებაა, ჩემო ჯონათან!!! :))
6. ლამაზია... თუმცა ცოტა სიუხეშე არ აწყენდა, მეზღვაურივით... თუმცა ქალის თვალით დანახული სულ სხვაა.. წარმატებები! +++ თ.კომლაძე ლამაზია... თუმცა ცოტა სიუხეშე არ აწყენდა, მეზღვაურივით... თუმცა ქალის თვალით დანახული სულ სხვაა.. წარმატებები! +++ თ.კომლაძე
5. წეღან, გარედან წავიკითხე ეს ლექსი და მაშინვე მერაბ ჯიხაძე გამახსენდა, მეზღვაური :)
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ერთ სიხშირეზე რომ ვართ მე და თქვენ, თანანა...
მარილიანი ლექსია.
წეღან, გარედან წავიკითხე ეს ლექსი და მაშინვე მერაბ ჯიხაძე გამახსენდა, მეზღვაური :)
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ერთ სიხშირეზე რომ ვართ მე და თქვენ, თანანა...
მარილიანი ლექსია.
4. ეს ლექსი მერაბ ჯიხაძეს ეძღვნება, რომელიც აგერ უკვე ოთხი თვეა რაც შორეულ ნაოსნობაშია, მე კი მისი მეზღვაურობის შესახებ მხოლოდ დღეს შევიტყვე... ეს ლექსი მერაბ ჯიხაძეს ეძღვნება, რომელიც აგერ უკვე ოთხი თვეა რაც შორეულ ნაოსნობაშია, მე კი მისი მეზღვაურობის შესახებ მხოლოდ დღეს შევიტყვე...
3. თქვენთან ბევრად უკეთესები წამიკითხავს, თუმცა არც ამ ლექსს დაეწუნება. პატივისცემით... თქვენთან ბევრად უკეთესები წამიკითხავს, თუმცა არც ამ ლექსს დაეწუნება. პატივისცემით...
2. მიამბე მიწის მონატრება, დარდი ხმელეთზე, გამოატანე წყალს ნაპირთან ჩუმი გზავნილი. მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე, ანუ მეზღვაურს რაც უხმოდ აქვს გადატანილი...
++
მიამბე მიწის მონატრება, დარდი ხმელეთზე, გამოატანე წყალს ნაპირთან ჩუმი გზავნილი. მიამბე, შტორმში გემის ყველა ელეთ-მელეთზე, ანუ მეზღვაურს რაც უხმოდ აქვს გადატანილი...
++
1. მომეწონაა ++ მომეწონაა ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|