ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2015


სიზმარი ზამთრიდან

ციდან, გედებივით ეშვებიან ფანტელები,
ცივად ეცემიან, გულთბილები ფანჯარაზე..
ბუხარს, ვარდისფერი აეცეკვნენ ნაფოტები,
სულზე მომეკიდე
რადგან , გული არ ჩავრაზე..

დივანს მოეკიდა სველი ცეცხლი საფერავის
ტანი ვნებიანად გითამაშებს, თვალებივით,
თუმცა ტანზე მეტად ეგ თვალები სხვა ვერავის
თვალებს ენატრებათ, ასე გრძნობით მთვრალებივით..

გსვამ ,თან გეფერები საფერავის არომატით
მსვამს, თან მეფერება, მე ,ტუჩებზე, ეგ ტუჩები.
იცი?!
შევიგრძენი სიყვარული და რომ მათი
(ანუ  მაგ ატმების)
დავიწყებას გადვურჩები.


მე ,კვლავ შენს ნაბიჯებზე დავაბიჯებ, ამ სიზმრებში
შენ, მკვლავ მე ,მაბიჯებ და შემდეგშიც დამაბიჯებ,
თუ, ამ სიზმარივით, გააღვიძებ ცას ირმებში
ისევ გათოვდება
გინატრებ და
გამაგიჟებ..

ციდან,
ირმებივით ეშვებიან ფანტელები,
თბილად ეცემიან, გულგრილები ფანჯარაზე,
ბუხარს ,
ვარდისფერი აეცეკვნენ ნაფოტები,
სულზე მომეკიდე!
რადგან გული არ ჩავრაზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები