ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2015


(მოპირდაპირე ფანჯარაში)

მოპირდაპირე ფანჯარაში
ახალგაზრდა მამა,
რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია
და
რომელსაც უფრო და უფრო
იშვიათად ვხვდები,
თავის პირმშოს აძინებს ხელებში...

შეიძლება შენ აღარაფრის გჯერა,
მაგრამ
მთავარი,
მაინც
ის არის,
რომ
გჯერა
ვიღაცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები