ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2015


ნაკიანია

ნაკიანია
***
ნაკიანია.
ნახევრაზე მეტით გასული.
შეეფერება ეს თვე ირგვლივ მომხდარ მოვლენებს.
სხვისთვის სიახლე არის ახლა შენი წარსული.
და უარაფროდ დარჩენილი ჭამ მოგონებებს.
ნაკიანია.
სასულერთო არის თარიღი.
შენ ხარ თევზივით, რომ გაურბის დროის ვეშაპებს.
მიტოვებული გდიხარ სევდით, მაცხოვარივით,
თითქოს თავის დროს გიშრის თვალი, რომ არ შეაბეს.
ნაკიანია.
იწურები სწრაფად, იისფრად,
კისერში თითქოს გაგეჩხირა კურკა ალუბლის,
აღარ საუბრობ პირდაპირად და არც ირიბად,
ზურგი გაქცია შენმა სახლმაც, თუმცა დაბრუნდი.
მძიმე სიცოცხლე გემჩატება დაღლილ თვალებზე,
ემოციებით აარქივებ მტვრიან თაროებს,
არ ელოდები მოვლებების განვითარებას,
ნაკიანია.
საკუთარ თავს ეს თვე გაგონებს.
შეუძლოა, რომ სრულყოფილი იყო ნახევრად,
ღარიბულად გაქვს რეალური სახე დაღლილი,
საკუთარ თავსაც იხსენიებ ნაცვალსახელად,
ვერსად ვერ ნახე საკუთარი სულის ძახილი.
შენ ხარ თევზივით, რომ გაურბის დროის ვეშაპებს,
შენი ჩაყლაპვაც რაღაც დოზით ნაკლიანია,
ხარ უყველაფროდ მიგდებული წყეულ შვებამდე,
ბოლო დღეს იგრძნობ, მაგრამ ეს თვე
ნაკიანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები