ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კინწურაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2015


თხილი

თხილი
***
შენ დაგმარხავენ, ცოცხალს და თბილი
სხეული, ისე გაათბობს მიწას,
რომ შენს საფლავზე ამოვა თხილი,
და მისი ჩრდილი სხვისგან დაგიცავს.

და შენს საფლავზე ამოსულ თხილის
ნაყოფს ბავშვები დაესევიან,
არავის ესმის შენი ძახილის,
არავინ უსმენს შენს დეპრესიას.

დააკაკუნებ სამოთხის კარზე,
ქუჩაში დაყრილ ტყვიების გამო,
დააკაკუნებ, დააკაკუნებ,
და აკაკუნებ, მთელი საღამო.

თუმცა არავინ გაგიღებს კარებს,
შენს საფლავზეა თხილნარის ეზო,
სადაც არცერთი ბავშვი კანკალებს,
და გაქვს ნაყოფი საინტერესო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები