უტაქტო ლექსი *** სოციალური პრობლემიდან მოვხვდი ქსელამდე, სავარაუდოდ იფიქრებ, რომ ბლეფში დავმარცხდი, მაგრამ მე მუდამ ვმარცხდებოდი გამორჩენამდე, ახლა კი შენით იზეიმოს გულმა არ მაცდის. წავედი, სადაც არ უჭირდა ხეებს ჰამაკი, სნეულებებით ავსებული ვიყავ, ასე რომ სურვილის გარდა ყველაფერი ჰგავდა ხარაკირს, ობობასავით დაკიდებულ რომბში ვარსებობ. ჩემში ნუ ეძებ, რომ იპოვო ვიჟაც ფეშენი, მე ვარ სოფლიდან, საიდანაც წნავენ ჰამაკებს, ვთამაშობ, მაგრამ ვიცი მე ეს რომ არ შემშვენის, მოთამაშე კი უსათუოდ ბლეფში წააგებს. ვუსმენ Uaral-ს, დეპრესიას, თუმცა ვიღიმი, ვსვამ ალბათ მისთვის, რომ სიფხიზლე მარგებს არაფერს, სამაგიეროდ გზას ვადგავარ მუდამ ღიღინით, მაგრამ ხეებში ვეღარ ვამჩნევ დაწნულ ჰამაკებს. მივიწყებული მეგობრებიც მიღის არაფრად, და რიტუალურ რეალობას თოვლი მიყინავს, შენ რომანტიკა ჩამოგართმევს ყველა გასაქანს, სამაგიეროდ კი გაჰყვები ვიღაც ღიპიანს. მე არ ვიდარდებ, მოგატყუებ რომ არ ვიდარდო, ვიდარდებ, რადგან სადარდებელს შენ სულ შეხვდები, მე გამსგავსებდი არარსებულს, ცისფერ იადონს, შენ მატერია არიჩიე, არ მემეტები. ლოგიკურია ხასიათიც რომ მაქვს ცინიზმით სავსე, სავსებით საკმაოა ვწერდე სკამიდან, რადგან მუხლები მეკეცება შენთან, ცის იქით, ხოლო წუხილმა მიმაჯაჭვა ლექსთან თავიდან. და ყოველ ღამით ვწერ შენთვის, შენ სულ არ იფიქრებ, ზამთარი ასეთ სისასტიკით რატომ მექცევა, ვარ უსახლკაროდ, დღეს ღამით კი ნაღდად იფიფქებს, და ლოდად ქცეულს, ერთი სიტყვა გამომექცევა, ისიც შენამდე, რომ სიყვარულს არ აქვს საზღვრები, ვიცი არ გჯერა გრძნობები რომ მიზნებს აჭარბებს, ჰაჰ, გაყინული აწი ვისღა გამოვადგები, ვგდივარ ქუჩაში, ლექსები კი ვის სურს ნაჭამზე. მშიერი სული ამოძახებს ჭურჭელს მოქარგულს, ტატუებიც კი სათამაშო წარსულს მახსენებს, და ყველა იმედს მოკლებული ვგავარ ორ აგურს, რომელსაც დამის წყვილთან ერთად მუდამ აწვენენ. შენ გამიმეტებ, ასეთია ქალის გუნება, იფიქრებ იმას, რომ შენია სითბოც გამვლელის, შენი ტუჩები იშვიათად მესაუბრება, და სამწუხაროდ იმედსაც კი შენგან არ ველი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "ვიცი არ გჯერა გრძნობები რომ მიზნებს აჭარბებს"
:)) ++++++++ "ვიცი არ გჯერა გრძნობები რომ მიზნებს აჭარბებს"
:)) ++++++++
3. "ობობასავით დაკიდებულ რომბში ვარსებობ."
"ვიდარდებ, რადგან სადარდებელს შენ სულ შეხვდები, მე გამსგავსებდი არარსებულს, ცისფერ იადონს, შენ მატერია არიჩიე, არ მემეტები. ლოგიკურია ხასიათიც რომ მაქვს ცინიზმით" საინტერესოა...საკმაოდ კარგადაა ლექსში გადმოცემული მთავარი სათქმელი...
კარგია...
"ობობასავით დაკიდებულ რომბში ვარსებობ."
"ვიდარდებ, რადგან სადარდებელს შენ სულ შეხვდები, მე გამსგავსებდი არარსებულს, ცისფერ იადონს, შენ მატერია არიჩიე, არ მემეტები. ლოგიკურია ხასიათიც რომ მაქვს ცინიზმით" საინტერესოა...საკმაოდ კარგადაა ლექსში გადმოცემული მთავარი სათქმელი...
კარგია...
2. ხოდა აი უტაქტობიზა გიწერ ეხლა მე შენ გაშანშხალებულ სამიანს! ხოდა აი უტაქტობიზა გიწერ ეხლა მე შენ გაშანშხალებულ სამიანს!
1. მშვენიერი უტაქტო ლექსია.
"ლოგიკურია ხასიათიც რომ მაქვს ცინიზმით სავსე, სავსებით საკმაოა ვწერდე სკამიდან, რადგან მუხლები მეკეცება შენთან, ცის იქით, ხოლო წუხილმა მიმაჯაჭვა ლექსთან თავიდან. და ყოველ ღამით ვწერ შენთვის, შენ სულ არ იფიქრებ, ზამთარი ასეთ სისასტიკით რატომ მექცევა, ვარ უსახლკაროდ, დღეს ღამით კი ნაღდად იფიფქებს, და ლოდად ქცეულს, ერთი სიტყვა გამომექცევა, ისიც შენამდე, რომ სიყვარულს არ აქვს საზღვრები, ვიცი არ გჯერა გრძნობები რომ მიზნებს აჭარბებს, ჰაჰ, გაყინული აწი ვისღა გამოვადგები, ვგდივარ ქუჩაში, ლექსები კი ვის სურს ნაჭამზე." :)) მშვენიერი უტაქტო ლექსია.
"ლოგიკურია ხასიათიც რომ მაქვს ცინიზმით სავსე, სავსებით საკმაოა ვწერდე სკამიდან, რადგან მუხლები მეკეცება შენთან, ცის იქით, ხოლო წუხილმა მიმაჯაჭვა ლექსთან თავიდან. და ყოველ ღამით ვწერ შენთვის, შენ სულ არ იფიქრებ, ზამთარი ასეთ სისასტიკით რატომ მექცევა, ვარ უსახლკაროდ, დღეს ღამით კი ნაღდად იფიფქებს, და ლოდად ქცეულს, ერთი სიტყვა გამომექცევა, ისიც შენამდე, რომ სიყვარულს არ აქვს საზღვრები, ვიცი არ გჯერა გრძნობები რომ მიზნებს აჭარბებს, ჰაჰ, გაყინული აწი ვისღა გამოვადგები, ვგდივარ ქუჩაში, ლექსები კი ვის სურს ნაჭამზე." :))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|