ყვირილი *** იყვირე, შენი ჩახრაკული სნეულ ყელიდან, უყვირე დედას, იავნანას რომ არ გიმღერის, უყვირე მამას, რომ არ მიდის წყეულ ქვეყნიდან, უყვირე დასაც, რომ არ იყოს აქ ბედნიერი.
უყვირე დედის დაქალების წარმოქმნილ ჭორებს, იყვირო მამის ძმაკაცებთან, - ლოთობას უდრის, იყვირე სახლში, ეზოში რომ კაკალი მოჭრეს, იყვირე ყველგან, იყვირე და უსმინე სურვილს.
რომ ყელში არის ამოსული ყველას შენიშვნა, რომ ნერვებს გიშლის მენტალური ცხოვრების ნირი, რომ შეიძლება აქ ოჯახში ყველამ შეგიშვას, რომ მკვლელი იყო თუნდაც დედის, ან თუნდაც შვილის.
უყვირე ღმერთად გადაქცეულ ხელისუფლებას, უყვირე ძაღლებს, ქუჩებში რომ აღარ იყეფონ, უყვირე მასის ილუზიას თავისუფლების, რომ სულ გკოცნიან, იმ მიზნით რომ გამოგიყენონ.
დატოვე შენი ტრადიცია, - დებილი სარკე, რომ შენს ქვეყანას არ ჯობია გარე სამყარო, დატოვე მთა, ზღვა, ხეობები, ჭაობი, ვაკე, თორემ ცხოვრება შეეცდება ისე დაგღალოს,
ვეღარ ისუნთქებ და გახდები მშობლებს რაც სურდათ, მათხოვარივით აკვირდები ხალხის ფიტულებს, წადი ყვირილით, შეეცადე რომ არ დაბრუნდე, წადი იმედით, რომ ქვეყანა არ დაგიბრუნებს.
არც ცოცხალს, არც მკვდარს, არც ღარიბსაც, არც წარმატებულს, პატივისცემით არ მოეპყრო არცერთ პატრიოტს, არ მოითხოვო არაფერი, ერთად აღებულ ანგელოზებში, ღმერთებმაც რომ არ გაპატიონ,
რომ ასეთი ხარ, სიძულვილით სავსე ლამპარი, რომ ყველა ქალი მიატოვე ვინც ჩაიწვინე, რომ შენ სენი ხარ, აფრიკიდან ჩამონატანი, რომ ამ გვალვაში არასოდეს გადმოიწვიმებ.
იყვირე, შენი ჩახრაკული სნეულ ყელიდან, მთელი ცინიზმნით ჩაუყევი ვიწრო ბილიკებს, იარე სანამ მგზავრები არ გამოჩნდებიან, სანამ შენსავით ერთი კაცი მაინც იყვირებს.
ვეღარ ისუნთქებ და გახდები მშობლებს რაც სურდათ, მათხოვარივით აკვირდები ხალხის ფიტულებს, წადი ყვირილით, შეეცადე რომ არ დაბრუნდე, წადი იმედით, რომ ქვეყანა არ დაგიბრუნებს.
კარგია.
თორემ ცხოვრება შეეცდება ისე დაგღალოს,
ვეღარ ისუნთქებ და გახდები მშობლებს რაც სურდათ, მათხოვარივით აკვირდები ხალხის ფიტულებს, წადი ყვირილით, შეეცადე რომ არ დაბრუნდე, წადი იმედით, რომ ქვეყანა არ დაგიბრუნებს.
უჰა,ასეთ ხასიათზე ვარ:) . "მათხოვარივით აკვირდები ხალხის ფიტულებს, წადი ყვირილით, შეეცადე რომ არ დაბრუნდე, წადი იმედით, რომ ქვეყანა არ დაგიბრუნებს." მომეწონა და აჰა ჩემი დაპირებული სიტყვაუხვობა:D ++
უჰა,ასეთ ხასიათზე ვარ:) . "მათხოვარივით აკვირდები ხალხის ფიტულებს, წადი ყვირილით, შეეცადე რომ არ დაბრუნდე, წადი იმედით, რომ ქვეყანა არ დაგიბრუნებს." მომეწონა და აჰა ჩემი დაპირებული სიტყვაუხვობა:D ++