| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 19 თებერვალი, 2015 |
მწვანეთვალება, ქერა თმებით, კარგი ტანითაც, არ გიცნობ... მაგრად მენატრები... რა დრო გავიდა... შევდივართ პორტში, ამ ქალაქმა თითქოს გამთვალა, მეზღვაურები დილიდანვე უკვე დამთვრალან. დავბორიალობ, როგორც იქნა ბარიც გამოჩნდა, ჯერ ვერ ვმეგობრობ ჩემს ქათქათა ტანისამოსთან. ამეკვიატა თევზის სუნი, თევზის გემოთი, ეს დღე არ მინდა გავიფუჭო უგუნებობით... შემოსრიალდა ბარში ისე, როგორც ქალთევზა, მებადურს ვგავდი, თევზი ახლოს იყო ბადესთან... მწვანეთვალება, რუჯი კანით, თმებიც ოქროსი, მე ლუდი მედგა, იმ ქალბატონს - წვენი ქოქოსის... გავისაუბრეთ მხოლოდ მზერით, ჟესტით, მიმიკით, ხო, მის სამოსზე არ ლამობდა შეკვრას ღილიც კი... „ჩემი გზა“ იყო, რომ მღეროდა ბარში სინატრა, მეც, ჩემს მაგიერ მელოდიას ვანდე წინათქმა... მსუბუქი ბრიზი იგრძნობოდა ზღვიდან ნაბერი, ღამით ორივეს ზღვა გვეცვა და სხვა არაფერი... 17.02.15
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ვაახ, ნამდვილად მშვენიერია !
555 ვაახ, ნამდვილად მშვენიერია !
555
24. დავბორიალობ, როგორც იქნა ბარიც გამოჩნდა, ჯერ ვერ ვმეგობრობ ჩემს ქათქათა ტანისამოსთან. ამეკვიატა თევზის სუნი, თევზის გემოთი, ეს დღე არ მინდა გავიფუჭო უგუნებობით... შემოსრიალდა ბარში ისე, როგორც ქალთევზა, მებადურს ვგავდი, თევზი ახლოს იყო ბადესთან... მწვანეთვალება, რუჯი კანით, თმებიც ოქროსი, მე ლუდი მედგა, იმ ქალბატონს - წვენი ქოქოსის...
ცოცხალი კადრებით, როგორც ყოველთვის :)
თანაც მერაბიკო ყოფილა მუზა :)
დავბორიალობ, როგორც იქნა ბარიც გამოჩნდა, ჯერ ვერ ვმეგობრობ ჩემს ქათქათა ტანისამოსთან. ამეკვიატა თევზის სუნი, თევზის გემოთი, ეს დღე არ მინდა გავიფუჭო უგუნებობით... შემოსრიალდა ბარში ისე, როგორც ქალთევზა, მებადურს ვგავდი, თევზი ახლოს იყო ბადესთან... მწვანეთვალება, რუჯი კანით, თმებიც ოქროსი, მე ლუდი მედგა, იმ ქალბატონს - წვენი ქოქოსის...
ცოცხალი კადრებით, როგორც ყოველთვის :)
თანაც მერაბიკო ყოფილა მუზა :)
23. რა ლამაზი ლექსია, წარმოსახვას ასხამს ფრთებს.. რა ლამაზი ლექსია, წარმოსახვას ასხამს ფრთებს..
22. რა კარგი გამოსულა სხვის ნაპირზე დაწერილი ლექსი! რა კარგი გამოსულა სხვის ნაპირზე დაწერილი ლექსი!
21. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
19 თებერვალი, 2015 რა კარგად დახატავ ხოლმე ნაბროსკებად ... ძალიან მომეწონა.... ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
19 თებერვალი, 2015 რა კარგად დახატავ ხოლმე ნაბროსკებად ... ძალიან მომეწონა....
20. დიდი მადლობა, გიო! მეზღვაურ ჯიხაძეს რომ არ შეეკვეთა "ერთი ქალთევზა", ალბათ, ჩემი ფანტაზიაც ასე კარგად ვერ მოირგებდა მეზღვაურის ნატვრას... აწი, დაიკიდოს კაიუტაში თავთან... დიდი მადლობა, გიო! მეზღვაურ ჯიხაძეს რომ არ შეეკვეთა "ერთი ქალთევზა", ალბათ, ჩემი ფანტაზიაც ასე კარგად ვერ მოირგებდა მეზღვაურის ნატვრას... აწი, დაიკიდოს კაიუტაში თავთან...
19. როგორ მინდოდა რამე გემრიელი წამეკითხა ამ საიტზე,ერთ დროს მქუხარე და ცოცხალი საიტი კომაშია,ხანდახან შემოვიხედავ რაღაც სიკეთის მოლოდინში და აგიხდა ყველაფერი კაი:)
ძალიან მსუბუქი,ლაღი,დინამიური,რითმიანი,მუსიკალური ლექსი დამხვდა.მშვენიერია. როგორ მინდოდა რამე გემრიელი წამეკითხა ამ საიტზე,ერთ დროს მქუხარე და ცოცხალი საიტი კომაშია,ხანდახან შემოვიხედავ რაღაც სიკეთის მოლოდინში და აგიხდა ყველაფერი კაი:)
ძალიან მსუბუქი,ლაღი,დინამიური,რითმიანი,მუსიკალური ლექსი დამხვდა.მშვენიერია.
18. ისეთი კარგი ლექსია, ისე მომეწონა რომ დღიურში წავიღე... ვგრძნობ რომ მეზღვაურის თემა გაგრძელდება... 5 ქულა...
ჯიხაძე, კი გაზიარა უკვდავებას თანანა ბოლქვაძემ ამ ორი ლექსით და აწი თუ გინდა რუსალოჩკასთან დარჩი =))...
ისეთი კარგი ლექსია, ისე მომეწონა რომ დღიურში წავიღე... ვგრძნობ რომ მეზღვაურის თემა გაგრძელდება... 5 ქულა...
ჯიხაძე, კი გაზიარა უკვდავებას თანანა ბოლქვაძემ ამ ორი ლექსით და აწი თუ გინდა რუსალოჩკასთან დარჩი =))...
17. momnatrebia sheni leqsebi :* lamazi midzgvna medzgvaurs momnatrebia sheni leqsebi :* lamazi midzgvna medzgvaurs
16. უმშვენიერესი და უსაყვარლესი ლექსი "წუნია" მეზღვაურს... უმშვენიერესი და უსაყვარლესი ლექსი "წუნია" მეზღვაურს...
15. "ღამით ორივეს ზღვა გვეცვა და სხვა არაფერი..."
შეერგოს ლექსიც და ქალთევზაც მეზღვაურს :)
"ღამით ორივეს ზღვა გვეცვა და სხვა არაფერი..."
შეერგოს ლექსიც და ქალთევზაც მეზღვაურს :)
14. +. 20/02/15წ. ნექტარი. +. 20/02/15წ. ნექტარი.
13. გუუდ:) ფრიად კარგი ლექსია, განწყობითა და შეგრძნებებიტ გუუდ:) ფრიად კარგი ლექსია, განწყობითა და შეგრძნებებიტ
12. კი დაგიტოვებია მერაბი ისტორიაში.
მოკითხვები ორივეს ჩემგან, ბევრები. კი დაგიტოვებია მერაბი ისტორიაში.
მოკითხვები ორივეს ჩემგან, ბევრები.
11. )))))))))))) +++++ )))))))))))) +++++
9. ძალიან ლამაზი ლექსია +5 :)) წარმატებებს გისურვებთ!!! ))) ძალიან ლამაზი ლექსია +5 :)) წარმატებებს გისურვებთ!!! )))
8. :))) მშვენიერია +5.
:))) მშვენიერია +5.
7. ლექსი კი არა, ფილმია...:-* 555 ნიჭიერი კი ხარ თანანა...:-* მაგრამ სხვა ადრესატი რომ შეგერჩია, ალბათ უფრო სხვანაირი ლექსი გამოვიდოდა...ეს კი ულამაზესი და უსაყვარლესია...:-* ლექსი კი არა, ფილმია...:-* 555 ნიჭიერი კი ხარ თანანა...:-* მაგრამ სხვა ადრესატი რომ შეგერჩია, ალბათ უფრო სხვანაირი ლექსი გამოვიდოდა...ეს კი ულამაზესი და უსაყვარლესია...:-*
6. ბიჭო, ნუ ხარ შვიდთვიანი, აცალე ურაკის პატსაზოგადოებას აზრის გამოთქმა!!!
ბიჭო, ნუ ხარ შვიდთვიანი, აცალე ურაკის პატსაზოგადოებას აზრის გამოთქმა!!!
5. ხოდა ჯიხაძემ კი არ დახრა შენი მუზა, ჯიხაძემ რენესანსი ხანა მოიყვანა შენს შემოქმედებაში ; ) ხოდა ჯიხაძემ კი არ დახრა შენი მუზა, ჯიხაძემ რენესანსი ხანა მოიყვანა შენს შემოქმედებაში ; )
4. ჩაკვდი მანდ, შენი სუსი არ გევიგონო!!! ეს გვერდი არაა გასა-ოფ-ოფ-ებელი!!! ჩაკვდი მანდ, შენი სუსი არ გევიგონო!!! ეს გვერდი არაა გასა-ოფ-ოფ-ებელი!!!
3. აჰა, ახლა მე დამაბრალე ეგ ამბავი კიდევ : ))) მე ერთი რუსალკა შეგიკვეთე მხოლოდ : )) და აღიარე რომ პირველი ლექსი ექსპრომტად ჩემი სულის სისპეტაკემ დაგაწერინა ;) აჰა, ახლა მე დამაბრალე ეგ ამბავი კიდევ : ))) მე ერთი რუსალკა შეგიკვეთე მხოლოდ : )) და აღიარე რომ პირველი ლექსი ექსპრომტად ჩემი სულის სისპეტაკემ დაგაწერინა ;)
2. მეგობრებო და მეგობრიცებო, მოკლედ, შემომიჩნდა მეზღვაური ჯიხაძე მახრასავით, "დახრა" ჩემი მუზა და იძულებულ მყო, ბოლო ორი ლექსით "ხარკი" გადამეხადა მისი ზღვაოსნობისათვის... ქალი გემზე ცუდის ნიშანიაო და ქალთევზას ვუგზავნი, "კუდი" შეწვას და თავტანი ქე, მოიხმაროს მშვიდობაში... ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
მეგობრებო და მეგობრიცებო, მოკლედ, შემომიჩნდა მეზღვაური ჯიხაძე მახრასავით, "დახრა" ჩემი მუზა და იძულებულ მყო, ბოლო ორი ლექსით "ხარკი" გადამეხადა მისი ზღვაოსნობისათვის... ქალი გემზე ცუდის ნიშანიაო და ქალთევზას ვუგზავნი, "კუდი" შეწვას და თავტანი ქე, მოიხმაროს მშვიდობაში... ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
1. მიაწერე ჩემი რუსალკა რომაა : ))) მიაწერე ჩემი რუსალკა რომაა : )))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|