ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2015


ყივჩაღის პაემანი (ვარიაცია, ქალის მონოლოგი)

კრულ იყოს ის დღე, რომლითაც
ყივჩაღს გზად გადავეყარნეთ
მისი თვალების ელვითა
ეკლებმა ტანთ დამაყარეს
ჩემ ქმარს აგრე რომ შაენთო
თვალთა ელვა და გზნებაო
ავადამც შავიქნებოდი
ცეცხლებრ დამწვავდა ვნებაო.
კარგ ვაჟკაც ჩანდა, ყივჩაღი
ბეჭები ორი არშინი,
საგზალი ჩვენი  გავუყეთ,
ჩვენი ლუკმა და არჩივი:
პური მივართვი, ვაჭმიე
ნამზადი ჩემის ხელითო
ღვინო  მივართვი, ვასმიე
ნაჟური ვაზის ლერწისო.
დანაყრდა, გული აევსო,
გაუწყრა სტუმრის მადლიო
ცხენის თხოვნაც რომ გაბედა
რისხვით აენთო ქმარიო
შორი სავალი გზა გვედო
კურთხეული და  ძნელიო.
უცხენოდ როგორ ვივლიდით
ღორღით გაგვიწყდა  წელიო.

ეგ არ იკმარა, გადმომწვდა
დიაცს,უხამსი წადილით
ძალით უნდოდა წაერთვა
ჩემი სპეტაკი მანდილი.

გასცეცხლდა ქმარი, ვაჟკაცი
და სიყვარულის ერთგული
ან როგორ გამასხვისებდა,
ნივთი არ ვიყავ, ეული.
(ქმარიც ვაჟკაცი რომ მყვანდა,
იმადაც მყავდა რჩეული)
ფრანგული ისე გადაჰკრა,
აიწვა ზურგი მტრისასა,
კვნესა და გმინვა აღმოხდა
რისხვა დააატყდა ღმრთისასა.
მუხთალმაც არ დაახანა
არ მომერიდა დიაცსა
ქმარი ჩემს თვალწინ მამიკლა
ვაჰმე მზეს, ავბედიანსა
ხმალი ვიმარჯვე მაშინვე,
მქონდა ნასწავლი ძმისასა,
გული გავუპე ხანჯლითა
დავადგი გულსა იარა.
ვერ შევარჩენდი , ნამუსის
შერცხვენას, მოსულს ავკაცსა
შვილებს ისეთად გამოვზრდი ,
სისხლი ამღებელ  ვაჟკაცთა.

მუხრანის ველზე მომხდარსა
ლექსად ვიტყვი და ბალადად
და ჩემს ქმარსა და  მამულსა
კვლავ შევუნახავ ნამუსსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები