ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2008


თოვლი, თოვლი, თოვლი...

***
თოვს გარეთ თამუ, ხვავრიელად
თოვს ფანტელები,
თითქოს მარხილში გამოაბეს
თეთრი ცხენები...
შენს პაწია თითს ძლივსღა აწვდენ
რაფაზე ფანჯრის,
გუზგუზებს ცეცხლი, ბუხრის ყელში
კვამლი ძლივს ადის.
თოვს გარეთ თამუ, ხვავრიელად
თოვს ფანტელები,
თითქოს მარხილში გამოაბეს
თეთრი ცხენები...
...
ბავშვობის მერე გადაკარგული,
კარებს მოადგა თოვლი იანვრის ,
იქნება ახლა თოვა გაბმული,
და ყველა კუნჭულ - ღობეს მიაყრის.

და ისევ გიტანს ბავშვური განცდა,
სოფელი... კერა... მქრქალი ღაღარი,
და მოდის თოვლი, რომელიც ახლა,
ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის ზღაპარი.
. . .
ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი
და მომაგნებდი თოვაში გვიან,
დგას დეკემბერი თეთრი ქარებით
და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.

და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს
ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი,
და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს,
ატყვია შენი თითების კვალი...
***
თოვს... გაგიჟებული ფანტელები
მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს,
ისეთი დელგმაა ავფერები,
ქარმა არ იქნება, არ იდაოს.

ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე,
ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს ოჩანს,
თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე
და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები