ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2015


ქვრივი ქალი მწვანე კაბაში


იხსნიდა მიწა თოვლის თაბაშირს,
წარსულს გადაჰყვა სევდა მრავალი.
და ქვრივი ქალი, მწვანე კაბაში,
ეცეკვებოდა უცნობ კავალერს.
იყო გრძნობების ურცხვი თამაში
და შეფაკლული ატმისფრად ღაწვი.
კაბაში, ქალი, მწვანე კაბაში,
ჩუქნიდა გულს და იმედებს ყმაწვილს.
ხტებოდა ზეცა თავად მეცხრედან,
ჩანდა ღალატის შიში და ზაფრი.
მარტი - თებერვლის თანამეცხედრე,
კოკისპირულად დანებდა აპრილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები