ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2015


ამ გაზაფხულზე იმედები როცა გიქრება

იმედები და ...
ჰო იმედები სადღაც გამექცნენ
ჰორიზონტს ვეღარ მოვინიშნავ, რომ არ წავექცე...
მოლოდინები...
(როგორ არ მიყვარს სიტყვა ნუგეში)
უცებ მომინდა სურვილებით სავსე ბალიში .
არც მომავალში ასრულდება ჩემი ზღვა ფიქრი,
სიტყვა დუმილსაც აბობოქრებს და მახრჩობს ზვირთი.
და გამიმარტდა ეს თებერვალიც , წინანდელივით,
რამდენ წელს ველი, გველისაა, თხისა თუ ვერძის
რომ გული ჩემი გამითბო და დასახლდე ჩემში...
პესიმისტური გამომივიდა ახლა ეს ლექსიც...
დო დო რე მი ფა ,
დო რე მი ფა ,
სოლ ლა მი ფა რე
თუ საჩუქარიც გამიყავი, უნდა გიყვარდე,
გულზე მკიდია ყველა ნოტი და სი ბემოლი
ვიღას ჭირდება ჩემი ლექსი , თუმცა გელოდი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები