ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2008


  ჩამოტვირთვა

რატომ

რატომ

რატომ ვარსებობ,
ან რისთვის ვთხზავ
მოგონილ ზღაპრებს,
სანიტარივით რატომ მივლის
ვიღაცა ფიქრი,
ან რად შევნატრი
ცისარტყელით დადღაბნილ
მხატვრებს,-
წარსულს, რომელიც
სათიბებში ფეხშველა მიჰქრის…
გადამეღვარა რატომ
სევდა დაუპატიჟლად,
ან სადღა იყო მიმალული
სითეთრე გედის,
რატომ მშორდება სიყვარული
ასე ფაქიზად
და რატომ მოჩანს ასე შორით
მომავლის ხედი...
რატომ ვკითხულობ,
რად ვიმეორებ
ლექსებს ლოცვებად,
ან რატომ მტანჯავს
ხურდისათვის გაწვდილი პეშვი...
რატომ ვეცდები
ყოველი დღე
იქცეს ოცნებად,-
გაუვვნებელყო
პოეტისთვის გაკრული ეშვი...
რატომ არ მინდა,
რატომ მინდა,
რატომ და რატომ...
კითხვა ათასი-
პასუხები არა ჩანს მარტო...
ვფიცავ, იკმარებს
ერთ კითხვაზეც პასუხი ციდა,
მზიდან მეწვიოს ეს პასუხი
ოღონდაც, ციდან!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები