| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პოეზია 4 მარტი, 2015 |
ჩემი სიცოცხლე გრძელდება შენით დრო შენით მივსებს ყველა საწყაოს, ცარიელ სულის ავსებას ვლამობ და ამ ფიქრისთვის ღმერთი არ მწყალობს. არ მწყალობს, როგორც ზღვა ჩემს თოლიას, და როცა შენი ვარსკვლავიც ქრება იწყებს გიჟმაჟი ზღვა მიმოქცევას, და ჰორიზონტი უცებ მოკლდება.
მინდა რომ გიგრძნო, დასახლდი ჩემში! გამილამაზე სიცოცხლე ნერგმა დაგიკოცნიდი ლამაზ კულულებს წვიმასთან ერთად გაქცევდი წვეთად... წვეთს _მარგალიტის ავასხამ მძივად დავკიდებ სანთლით გაპოხილ ძაფზე გამიგრძელდება სიცოცხლე შენით.... მაგრამ არ მწყალობს, ღმერთი არ მწყალობს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|