ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
16 მარტი, 2015


დაზამთრება

დაბლა ფრენენ ჩიტები,
ცამ აშალა ღრუბელი,
და პაპამ გაახურა,
სოფლად შეშის ღუმელი.
ბებო გვერდით მიუჯდა,
მოიმარჯვა ჩხირები,
ბაბუას გაუმზადა,
გასაჩეჩად ფთილები.
ზამთარი არ აშინებთ,
სავსე არის ბეღელი,
ღამეს ასე აგორებს,
სოფლად ორი ბებერი
სანამ შეშა ტკაცუნობს,
იღვენთება ნაცარი,
დილით კი გააღვიძებთ,
კრუხ-წიწილის ტკარცალი.
ბებო ძროხებს მოწველის,
პაპა საკვებს დაუყრის,
მთელი ღამის ნათევი,
მურა ეზოს დაუვლის
მერე თავლას მიხედავს,
ისმის ცხენის ხიხვინი,
თქვენ ზაფხულში განახათ,
აქ ბადიშთა ხივილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები