ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2015


სამკუთხედი


ჩვენ სამში
პირველი აუცილებლად მე მოვკვდები,
იცი შენ მერე რაც უნდა ქნა,
მაგრამ ეგ მერე...ჯერ მე მომხედე!
ის კაბა ჩამაცვი,
რომელშიც პირველად მნახე და გაიფიქრე:
რა ლამაზი ცოლი ჰყოლია, ჩემგან რაღა უნდოდა?
და სარკისკენ გაგექცა მზერა...
სარკეში ვჩანდით: შენ, ეჭვიანი საყვარელი –
მახვილი კუთხე,
მე, ლაღი და გაშლილი – ცოლი.
ეს შენ ცდებოდი,
ცრემლებად რომ იღვრებოდა:
გიჟიაო...არ მიკარებსო...
ძალიანაც ვნებიანი გვქონდა საწოლი.
მაგრამ რა დროს ეგაა!
როცა მოვკვდი,
როცა უნდა დამმარხო.
ხომ მართლა მოხვალ?
უნდა განახო
როგორ მიგლოვებს,
ან როგორი ექნება მზერა!
გინდა? ორმოც დღეს ნუ დამაცდი,
ქვეშაგები ამილაგე,
გაფინე შენი
და ყოველღამე გაიგონებ როგორ მტირის,
ძილბურანში როგორ მეძახის.
ჩვენ სამში
მეორე ეგ მოკვდება,
კუბოში ჩემი ნაჩუქარი პერანგი ეცვას,
შენი  მხრებში მოუჭერს!
პანაშვიდზე,
სკამი გამოსწიე, თავთან მიუდგი
და მომსვლელს არა,
(მათ მერეც ნახავ)
ამას უყურე!
(კიდევ კარგი უკვე მკვდარი ვარ!)
მერე მოდი,
გვერდით მომიმარხე!
შებრუნდი!
წადი!
ჩემმა თვალებმა
აქ მესამედ არ დაგინახოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს