ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2015


  ჩამოტვირთვა

ბავშვობაში ადამიანი ვიყავი

ბავშვობაში ადამიანი ვიყავი.
მთელი დღე ვეძებდი, ფრთამოტეხილ ჩიტებს,
ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს,
ავადმყოფ პეპლებს.
მერე კი ღამეებს ვათენებდი,
როგორმე ფრთა გამემთელებინა,
ბუდეში დამებრუნებინა,
გამომეჯანმრთელებინა.
მერე კი როცა წამოვიზარდე,
მახსოვს ძალიან მეჩქარებოდა,
ხუმრობა ხომ არ იყო პირველი პაემანი?!
და ასე სტვენით ჩავუარე დაჭრილ ჩიტს გზაზე.
შემდეგ კი შემდეგ , აღარც არასდროს მიძებნია დაჭრილი ჩიტი,
საძებნელი ღმერთი გამიხდა.
ალეკო მიშელაშვილი
*******************************
სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?!
ვინ განმიკითხავს?! ყვავილები გადავთელო, გადავიარო.
იქნებ უფალო, უსულონი სულ ერთი დღით აახმიანო,
იქნებ ერთი დღით ქვათა ღაღადს, ჩვენც გვაზიარო.
თორემ ყრუ ვარ და ყრუა სამყარო,
კაცის არ მესმის, ყვავილისას რას ვეზიარო?!
ხატობას დაკლულ ხარის თავებით,
იქნებ მლოცველად არც მაღიარო.
სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?!
მაინც ვერ ვიგრძნობ, ყვავილებზე ბევრიც ვიარო.
რომ დავსრულდები , მერე მოდი, მოდი ნიავო,
რაც ვატკინე და ვერც ვიგრძენი, როგორ მტკივა უნდა გიამბო.
ალეკო მიშელაშვილი
***************************
ციცინათელა ვარ და ღამეს ველოდები,
ველოდები რომ შემამჩნიონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები