ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2015


თბილისი

„მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე“.
პაოლო იაშვილი

„ჩემი გული გადაეცით თბილისს...“
გრანელი

„ჩემი თბილისი და ფიროსმანი...“
ლადო ასათიანი

ვით შეიძლება არ მოეფერო
არ ჩაეხუტო საოცარ ქალაქს,
ქცეულს ფოლადად როგორც შეჰფერის
იგია მტკიცედ და შეუმკრთალად.
ვით შეიძლება ერთი სიმღერა
ან ლექსი ედემს რომ არ აჩუქო,
ეწადა მრავალს და მაინც ვერა,
მას ელვარება ვერვინ ჩაუქრო.
მირზაანელი სუნთქავდა მისით
თბილისი გულით დაჰქონდა ლადოს,
ქალაქი სწვავდა გრანელს და ისიც
ცდილობდა ყოფნას სულ მასთან ახლოს.
აგერ გაშლილა ნაპირზე მტკვარის
აგერ მაღლობზე სჩანს ნარიყალა,
სადაც ირაკლი თავისი ჯარით
კრწანისის ომის დროს შეეფარა.
გული ფართქალებს, სისხლი დუღდება
როცა გადაშლილს გაჰყურებ სივრცეს
და მერე ფურცელზე აქუხდება
ზღვაური, რასაც რომ ვეღარ იტევ.

                                            10.03.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები