ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2015


მსგავსება

რაღაცით ჰგვანან ქალები ხეებს,
ხეებიც - ქალებს.
ზოგის წიაღში ბულბული გალობს,
ზოგს - ცადაპყრობილს, მაღალს და ტანადს,
ვერ აწვდენ ხელებს.
რაღაცით ჰგვანან ქალები ხეებს.
და ქარში, თანაც,
დაუნდობელ, ულმობელ ქარში,
ერთგვარად იგრძნობ შიშის კანკალს
ხეშიც და ქალშიც.
და ასეც ხდება,
როცა კაცი ყველაფერს კარგავს,
ხე რჩება ერთი,
შენ ის ხე ხარ
და ის ქალი ხარ,
რომლის ტოტების ჩუმი სიმები
შემიმსუბუქებს ბოლო ასახვევს.
გააკეთებენ შენგან სასახლეს
და სამუდამოდ ჩამასვენებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები