ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2015


  ჩამოტვირთვა

ცისარტყელა-ღვთიშობელის ჩამოშლილი ნაწნავებია.

ნუ ფიქრობ მიწვდები, აწვართულ მწვერვალებს,
ნუ მეტყვი, ჩემს გვერდით ყოფნა რომ გწადია.
ჩემს გვერდით ღრუბლებსაც გაქცევა აწვალებს
და ცისარტყელა-ღვთიშობელის ნაწნავებია.
ნაწნავებია ჩამოშლილი ზეცის კიდიდან,
რომ ზედ ავყვე და ცის კიდეზე, იქნებ გადავრჩე.
ორი სხეული მეტისმეტად მძიმე ტვირთია
და მარტო წასვლა, მეტისმეტი ალბათ სილაჩრე.
ჩემი სხეული, დაბზარული ჯებირებია,
და სული ჩემი, მოხეთქილი მთიდან მდინარე.
რომ შენი სულის , დამშრალ ნაპირებს
შეერიოს და ჩადგეს პირამდე.
მაგრამ ეს წასვლა, უთუოდ წასვლა,
ყველა მდინარის ალბათ ბედია,
მატანენ იმდენ ჭუჭყსა და ნაგავს,
შენი სული რომ არ ამემღვრია,
სხვა კალაპოტში ვეძებდი სავალს,
და შენ ღალატში ეგ აგერია.
გამრიყე მერე, ვითვლი ვარსკვლავებს-
"ანგელოზების ჭიაკოკონას".
სიყვარულისთვის შექმნილ ზვარაკებს,
ყველაზე მძიმე ჯვარი მიგვქონდა.
სულის მდინარის, დამშრალ კალაპოტს,
უკანასკნელი ორთქლი სდიოდა.
იმედი- "სულის ფშანიდან წერო",
ლურჯ ჰორიზონტზე გადადიოდა.
***********************************
სისულელეა, გული ამოიღო, ქვაზე დადო
და გამვლელ, გამომვლელს შესთავაზო.
ასეთ გულს მაინც არ აიღებენ.
ვისაც ასეთი გული სჭირდება,
მან უკვე დაასვენა საკუთარი გული,
შენს გვერდით ქვაზე
და შენსავით უიმედოთ ელოდება,
რომ სანამ ფეთქავს ვინმეს ჩაუდგას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები