ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
18 მარტი, 2015


ორი ლექსი

ჯიმა!
(ეძღვნება ჩემი ძმის ნათელ ხსოვნას)


ჯიმა ადექ! ჯიმა ჩქარა!
ჯიმა, სული მეხუთება.
ვიღაც დროშას ჩუმად მპარავს,
ძმურად არც კი მეხუტება.
მზეს თაყვანს ვცემ ამომავალს,
ბუნების ვარ რაინდული.
მე-ძველ კოლხთა შთამომავალს
ძმაც არა მყავს გაყიდული.
მიწა სხვებმა გაგვიყიდეს,
ჩვენ კი გვინდა გამრავლება.
კიდევ კარგი, ვერ მოესწარ
დაშლას მარტივ-მამრავლებად.


დას, რომელიც არასოდეს მყოლია


შენ გერქმეოდა, ალბათ, თამარი
და გექნებოდა გული კეთილი,
შენც იქნებოდი ჩემთვის მთავარი,
არ დარჩებოდი გულდაწყვეტილი.
მაგრამ ვაი, რომ ცხადი არა ხარ,
ვერ განვიცადე კარგი წუთები,
რომ მღირსებოდა შენი დანახვა,
მკერდში ხშირ-ხშირად ჩაგიხუტებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები