ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2015


ვახ, გულო..


ისე რა, უბრალოდ სველია ქუჩები
და ნარიყალასკენ გარბიან ირიბად...
ვახ, გულო შენ მაინც რაღას მეურჩები,
დაწყნარდი მე ჩემს თავს ვუშველო ეგება...

წვიმის დროს ისედაც ძნელია მოთმენა,
(არა და ცრემლები დამიშრა მეგონა...)
ტირილი იციან ხანდახან, ლოთებმა,
სლუკუნი, ასე ვთქვათ სიფხიზლის ექოა...

მე, ჩემი ტკივილი სულ შენში ჩავტიე,
(რომ ვინმეს ვეგონო ძლიერი ესოდენ...)
ყოველთვის შენს ხარჯზე ვმალავდი ნატყვიარს,
როდესაც ისე რა "უბრალოდ" მესროდნენ...

ვახ, გულო რას მერჩი წვიმაა ისედაც,
ახლა თუ ვიტირე ვერავინ მიხვდება...
მაცადე ცოტაც და წავიდეთ იქ სადაც,
წამლად არ მოგვიწევს სიმშვიდის მიღება.

ისე რა უბრალოდ სველია ქუჩები,
დაწყნარდი მე ჩემს თავს ვუშველო ეგება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები