ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2015


  ჩამოტვირთვა

მინიმა

"გახვიდე სეტყვაში
და ერთ ყვავილს მაინც გადაეფარო"
- სიკეთეს მიაწერენ.
არადა საკუთარი სიცოცხლისთვის
გჭირდება, ჰაერივით.

*********************************


დღეს უკვე შეშლილი მიწოდეს ლექსებმა,
ხვალიდან შენს აჩრდილს დამარქმევს სამყარო,
მთებს როგორც ჩვილები გასტაცონ ლეკებმა,
ქარებმა ნისლები მკერდიდან აჰყარონ.
ჭლექიან მწვერვალმა ხველებით შეღება,
ცისკარი და ღრუბლის ხელები აღაპყრო,
ხელები აღაპყრო რომ ღმერთსაც ენება,
მარტოსულს სხეული სიკვდილმა გაღადროს.
სიკვდილი ჩემთვისაც შვებაა ეგება,
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გავა დრო,
როცა პაემანი მიწაზე არ დგება,
სჯობია ღრუბლებში ლოდინმა დამადნოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები