ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2015


რელექსი


      ემილი დ.

ჩემი საკვირაო მესა,
არა ჰგავს თქვენსას,
და მაშინ როცა  -
თქვენ, დაჩრჩილულ ტანსაცმელში,
დაჩოქილნი აღავლენთ ლოცვას,
მე მოვიხურავ 
აბრეშუმის შრიალა თავშალს
და ჩემს ტაძარს - ბაღს მივაშურებ.
აქ , ხის შანდლებში,
ვაშლის ყვავილები ისე იწვიან...
საკმეველია გაზაფხული - უცხო სურნელი,
ბუჩქის გუმბათზე  ჩიტი გალობს  ალილუიას
და  ჩემთვის –
ღრუბლის ამბიონზე წირავს უფალი.
..................................................
ჩემი საკვირაო მესა
არა ჰგავს თქვენსას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები