ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
29 მარტი, 2015


ბაქიაობს კუ და ზღარბი

კუს შემოხვდა გზად ზღარბი,
და დაიწყეს ტრაბახი,
რომ სირბილში ასწრებენ,
თვით მგელსაც კი ტრამალის.
ორივე ბაქი-ბუქობს,
აღარ უთმობს კუს ზღარბი,
გინდა ხეზე ავიდე,
მოგიწყვიტო ის ზღმარტი.
მაგით ვერ გამაკვირვებ,
გუშინ უნდა გენახე,
კაკლის ბაღში შევედი,
და დავბერტყე ყველა ხე.
ამ ტრაბახში გართულებს,
წამოადგათ კურდღელი,
აბა, ბუჩქზე აძვერით,
მომიკრიფეთ კუნელი!
უცებ ენა ჩაიგდეს,
ვძვრებით მხოლოდ მიწაში,
თქვენ კი რაც გაიგონეთ,
ეგ ხდებოდა სიზმარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები