ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2015


P.S. ახლისა

(ციკლიდან: ეტიუდები )



,, - ღმერთმა მრავალი განსაცდელი მისთვის მაჩვენა,
რათა გამეგო, რისთვის ღირდა ქვეყნად გაჩენა.

როცა ვერ იტევ მელოდიას სულში საოცარს,
როცა შენს სურვილს დაბლით მიწა, მაღლით ცა ლოცავს,

თუ გულმა - გული და თითებმა - თითები იგრძნეს,
რაღას დაეძებ დაკარგული წლებისას სიბრძნეს.

,,იყოს ღვთის ნება!" - მითხრა იმან, მე ვთქვი ,,ამინ!" და
მივხვდი, რა ბევრის მოწადინეს რა ცოტა მინდა.

დე, თქვას ნაყოფმა, უცხო ძირი რა ინერგება,
ახალ სიყვარულს ძველი სიბრძნე არ მოერგება.

ამოა მასთან შეთავსება, მისით ავსება.
მისია ჩემი სული, სხეული, მთელი არსება! "

რად შეველიო ამ ოცნებებს, მე, უთარიღოს,
ან რა იქნება, რაც კარგად ჟღერს, მართალიც იყოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები