| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 25 მარტი, 2015 |
(ეძღვნება პატარა ესპანელ ბოშას, რომლის სიმღერამ დაადუღა ფეისბუქი)
აჰა, დადგა „რეიესიც“, ერთ სურვილს ვთხოვ მოგვებს, ვიცი, მათ რომ ჩემი ესმით, მამას მინდა ჰქონდეს, სულ უბრალო სამსახური, შეეწიოს ღმერთი! საჩუქარი, არნახული, ეს იქნება ჩემთვის... მი კარინიო, მი კარინიო, გულით შეგთხოვთ ამას, მე ნურაფერს ნუ მაჩუქებთ, დამისაქმეთ მამა! ძვირფასებო, ამ სიმღერას მხოლოდ თქვენთვის ვმღერი, მამას ჰქონდეს სამსახური, მე კი თბილი ჭერი... გთხოვთ, მოგვებო, შეისმინეთ ეს სიმღერა-კვნესა, რა ხანია მამის ჯიბეს არ უნახავს პესოც! აჰა, დადგა „რეიესიც“, მე ვუმღერი მოგვებს, ღმერთო, მოგვეც ლუკმა-პური, ლუკმა-პური მოგვეც!!! 25.03.15
რეიესი - მოგვთა თაყვანისცემის დღესასწაული ესპანეთში მი კარინიო - ჩემო ძვირფასო
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ზოგი რა ცოტას ითხოვს. ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭივრებულს. ზოგი რა ცოტას ითხოვს. ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭივრებულს.
6. ეჰ, საქართველოში რამდენი სთხოვს მასე... უამრავი ზოგი გულში, ზოგი ჩურჩულით და ზოგიც ხმამაღლა ეჰ, საქართველოში რამდენი სთხოვს მასე... უამრავი ზოგი გულში, ზოგი ჩურჩულით და ზოგიც ხმამაღლა
5. ცოტას ვითხოვთ ბედნიერებისთვის,მაგრამ ხშირად ისიც არ გვაქვს სამწუხაროდ... ცოტას ვითხოვთ ბედნიერებისთვის,მაგრამ ხშირად ისიც არ გვაქვს სამწუხაროდ...
4. მადრიდის hr.ge -ზე რომ დავდოთ არა? :) 5 მადრიდის hr.ge -ზე რომ დავდოთ არა? :) 5
3. //www.facebook.com/Sybla TV 3 იანვარი //www.facebook.com/Sybla TV 3 იანვარი
2. არ ვიცი ეგ სიმღერა, თამარ. იქნებ, დადოთ ლინკი აქ. დავინტერესდი თქვენი ლექსიდან გამომდინარე :*
არ ვიცი ეგ სიმღერა, თამარ. იქნებ, დადოთ ლინკი აქ. დავინტერესდი თქვენი ლექსიდან გამომდინარე :*
1. ესპანელი ბოშა გოგონას სიმღერას ფეისბუქზე მილიონობით ნახვა და გამოხაურება აქვს, სიმღერის ტექსტი როცა მითარგმნეს, გავოგნდი, აი, თურმე, რას სთხოვს, ეს ერთი ციდა, მოგვებს... არ არსებობს ნახო, მოუსმინო და გულგრილი დარჩე!!! ესპანელი ბოშა გოგონას სიმღერას ფეისბუქზე მილიონობით ნახვა და გამოხაურება აქვს, სიმღერის ტექსტი როცა მითარგმნეს, გავოგნდი, აი, თურმე, რას სთხოვს, ეს ერთი ციდა, მოგვებს... არ არსებობს ნახო, მოუსმინო და გულგრილი დარჩე!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|