ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2015


თაფლისთვალებავ

-თაფლისთვალებავ ო, ნეტავ,
რად გეშინია მარცხის?!
როგორც ნაპოვნი მონეტა,
არც ჩემი ხარ და - არც სხვის.
თმათა თამამი სონეტი
და სიფაქიზე მარწყვის,
(მე დავიბადე პოეტად
და სტრიქონები მაწვიმს)
-თაფლისთვალებავ ო, ნეტავ,
არ გეშინოდეს მარცხის!
სული ბახთა და მონეთა
და სურნელება ცაცხვის,
როგორც ნაპოვნი მონეტა,
არც ჩემი ხარ და - არც სხვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები