ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2015


სიმღერა მარტვილზე

ამას წინათ იუთუბზე ვნახე ,,სიმღერა წალენჯიხაზე,, მომეწონა, თუმცა შიგდაშიგ გადამღერებული მეჩვენა).

ახლა შენს ქუჩებს რომ მივუყვები,
მარტვილო, ჩემო კოხტა დაბაო,
შენი დანახვა ისე მიხარის,
გულს ეფინები, როგორც მალამო.

შენ დიდო ბურჯო ძველი ეგრისის,
ვერას გაკლებდა მტერი–მტარვალი,
ერთი სახელიც გეყოფა მარად,
რომ აქ დაიწა ჭყონდიდთ აკვანი.

დღეს ტურისტებიც მოგმრავლებია,
შენი წალკოტის უცხო მნახველნი,
იმიტომ, რომ  შორს გაგითქვია,
შენ სანახებით, კარგი სახელი.

ტალღებს მიქოჩრავს ძმურად ზღვისაკენ,
ცხენისწყალი და ჩემი ტეხური,
აბაშის ჭალებს დღემდე ატყვია,
ჩვენი ბავშვობის ის ნაფეხური.

შენ ღვთისმშობელი გმფარველობს მუდამ,
ვემთხვევი კალთას მისსას ამბორით,
ყველა წმინდანებს ავედრებს შენს თავს,
წმინდა სავანე, წმინდა ამროსის.

ჩემო ლამაზო ტურფა მხარეო,
როგორ გიხდება ლურჯი აპრილი,
როგორ პატარძალს თმაში ყვავილი,
ღამით გამშვენებს მთვარის არილი.

ანდამატივით იზიდავ ყველას,
გელამბუნება სიო ალერსით,
შენთვის ლოცულობს წმიდა ალერტი,
აღარ გივიწყებს შვილი არცერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები