| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2015 |
ცა - ჩამომჯდარი ბაღის სკამზე, ხეები - ტოტებშიშველი. ასაკოვანი დამის მსგავსად, მზე - გახუნების ნიშნებით... იქით ქუჩა და ტროტუარი, მიმოფართხუნე ბოშებით. ახლა მისნობის დრო თუ არის, ალბათ, ეს სევდაც მორჩება... სახლი სახლებთან მობაასე, დროზე, ამინდზე, ყოფაზე... ბაღის ბოლოდან ორი ბასი, ხმამაღლა „უღრენს“ ქოფაკებს... საღამო, გამვლელი კანტიკუნტად, კადრი რომელიღაც ნახატის. ქუჩა ქალივით გაიყურსა, დღე ტანზე ფრთხილად რომ გახადეს... თეძოს მომრგვალო სილუეტით მძინარე მთვარე ღრუბლიდან. ცა იყო ყველას მინუს ერთი, ალბათ, მარტოობა უღირდა... ცა -ჩამომჯდარი მარტო, სკამზე, მხრებზე ბინდის მოსასხამით. როგორ მაგონებს ამ „ტოპ ფრაზას“: -ციდან ჩამოვარდნილს მნახავდი?.. 27.03.15
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. საყვარელი ლექსია. საყვარელი ლექსია.
4. ასაკოვანი დამის მსგავსად, მზე - გახუნების ნიშნებით...
ქუჩა ქალივით გაიყურსა, დღე ტანზე ფრთხილად რომ გახადეს...
ცა იყო ყველას მინუს ერთი, ალბათ, მარტოობა უღირდა...
მომწონს.
5.
ასაკოვანი დამის მსგავსად, მზე - გახუნების ნიშნებით...
ქუჩა ქალივით გაიყურსა, დღე ტანზე ფრთხილად რომ გახადეს...
ცა იყო ყველას მინუს ერთი, ალბათ, მარტოობა უღირდა...
მომწონს.
5.
3. გმადლობ ჯონათან და რენუარ, თქვენს გემოვნებას უსიტყვოდ ენდობიან ჩემი ლექსები... გმადლობ ჯონათან და რენუარ, თქვენს გემოვნებას უსიტყვოდ ენდობიან ჩემი ლექსები...
1. რვა და ცხრამარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობა გასაკუთრებულ რიტმს და ხიბლს აძლევს ლექსს.
შინაარსზე რაღა უნდა ვთქვა- ტოპ-ფრაზებია სულ.
რვა და ცხრამარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობა გასაკუთრებულ რიტმს და ხიბლს აძლევს ლექსს.
შინაარსზე რაღა უნდა ვთქვა- ტოპ-ფრაზებია სულ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|